მისი სიტყვებით, უკან გამოითხოვენ ძველ სარჩელს და ახალ სარჩელში "ქართული ოცნება" პარტია „ფედერალისტებს“ ამატებს.
"ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. ხელისუფლებაში მყოფი პარტია ითხოვს, აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამი:
- „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“;
- „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
"ჩვენ დღეს მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით, ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს. პარტიების აკრძალვის მოთხოვნით გვქონდა შეტანილი და მივმართავთ ახალი, დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ გავზრდით პარტიების რაოდენობას. თუ თავდაპირველ სარჩელში ეს იყო სამი პარტია: "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ლელო", ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ სამ პარტიასთან ერთად იქნება "ფედერალისტური" პარტია", - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის მიერ ჩამოთვლილი სასარჩელო საფუძვლები
სარჩელის შეცვლის და "ფედერალისტების" ჩამატების საფუძვლად შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე მიზეზი ჩამოთვალა.
"გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და გაიზიარეს მიზნები, განაცხადეს მათი მიზნები, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, კონკრეტული ორგანიზაციების უფლებამოსილებებს არ აღიარებს და ა.შ.", - თქვა პაპუაშვილმა.
მანვე დააკონკრეტა, რატომ ამატებენ მხოლოდ "ფედერალისტებს" და არა ალიანსში შემავალ სხვა რომელიმე პარტიას.
"ჩვენ, ერთი მხრივ, ვუყურებთ, რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვთ ამა თუ იმ პარტიას. მეორე მხრივ, ვუყურებთ, რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია, ესენი არიან "ნაციონალური მოძრაობის" კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც კვლავ გაერთიანებული "ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
"კარგად ამკრძალე, ისე კისრისტეხით შევრბოდი არჩევნებში და …" - უპასუხა "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა შალვა პაპუაშვილს ფეისბუკის გვერდიდან.
მოგვიანებით კი ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ "ფედერალისტებისთვის" ამით "არაფერი იცვლება".
"იმიტომ რომ, სანამ ერთ პარტიას კრძალავენ, მიუხედავად იმისა, ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამ პარტიასთან, ვთვლით, რომ პოლიტიკური პროცესი კვდება და არანაირ ფორმალურ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ და არ გავხდებით რეჟიმის დეკორაცია", - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
მისი განმარტებით, "ქართულ ოცნების" ეს გადაწყვეტილება შემდეგ მიზანს ემსახურება:
"ეს რეჟიმს დასჭირდა იმაში, რომ ცხრათვიანი ვადა გასდის, იმის თავი არ აქვს, რომ მიადგეს და ის სამი პარტია აკრძალოს, ამიტომ ახალი ვადა სჭირდება და ამიტომ გამოითხოვეს და ახალი შეიტანეს, რომ ახლის ვადის ათვლა დაიწყოს", - ამბობს ჩერგოლეიშვილი.
ასევე ნახეთ
კობახიძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის სარჩელის "კორექტირება" მოუწევთის, რომ "ქართული ოცნება" საკუთარი საკონსტიტუციო სარჩელის გადახედვას აპირებდა, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მარტის დასაწყისში განაცხადა.
რას ამტკიცებდა "ქართული ოცნება" თავდაპირველ სარჩელში
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში - „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ - იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ ამ სამ პარტიასთან „მჭიდროდ დაკავშირებულია“ კიდევ 10 პარტია, რომლებსაც „ოცნება“ უწოდებს „ფიქტიურ, ერთკაციან და მცირე პარტიებს“.
ესენი არიან:
- ელენე ხოშტარიას „დროა“;
- ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი − მეტი თავისუფლება“;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“;
- „ევროპული საქართველო“;
- „ფედერალისტები“;
- „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“.
„თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ“, - წერია სარჩელში.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვის სარჩელს განიხილავს მოსამართლე, რომელიც 2008-09 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყოცხრა ოპოზიციური პარტიის ალიანსი
2 მარტს ოპოზიციურმა პარტიებმა („კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“) ალიანსი შექმნეს, რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.
ასევე ნახეთ
ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ ალიანსი შექმნარა პრინციპებზე შეთანხმდნენ
ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სამ პრინციპზე:
- „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ - „ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე“;
- „დემოკრატიული ალტერნატივა“ - გადაწყვეტილებები მიიღება „მონაწილეების თანასწორობის პრინციპითა“ და „გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით“;
- „პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი“ - მიზანია „დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების“ ჩამოყალიბება, რომელიც „გაატარებს აუცილებელ რეფორმებს“.
„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.