უკრაინის თავდაცვის ძალებმა ანექსირებულ სევასტოპოლში დაარტყეს რუსეთის შავი ზღის ფლოტის სამხედრო გემების მოძრაობის მართვის პუნქტ „სტრელკოვის“. ამის შესახებ 22 აპრილს განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, რუსეთის ამ ობიექტზე შეტევა გასულ ღამით განხორციელდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, სამხედრო ობიექტებს დაარტყეს რუსეთის ტერიტორიაზეც, კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტებს კურსკის ოლქში და სამეთაურო და მართვის პუნქტს ბელგოროდის ოლქში.
უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, მოწინააღმდეგის დანაკარგები და ზიანის მასშტაბი დაზუსტების ეტაპზეა.
ასევე ნახეთ
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, შავ ზღვაში დაარტყეს რუსეთის ორ სადესანტო გემსრუსეთს სამხედრო ობიექტებზე დარტყმების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თავდაცვის სამინისტრომ 22 აპრილს დილით განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის 11 რეგიონში, მათ შორის კურსკსა და ბელგოროდში, ყირიმში და შავი ზღვის აკვატორიის თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 155 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რიცხვს.