ჟურნალისტური გამოძიება: ევროკავშირის სანქციათა სიიდან გაქრა რუსეთის სპორტის სფეროს ორი ფიგურა

არკადი დვორკოვიჩი

ევროკავშირის სანქციათა სიის პროექტიდან გაქრა ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტის და რუსეთის მთავრობის ყოფილი ვიცე-პრემიერის, არკადი დვორკოვიჩისა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, სტანისლავ პოზდნიაკოვის სახელები.

ეს დაადგინა "სისტემამ" - რადიო თავისუფლების რუსული სამსახურისა და "ნასტოიაშჩეე ვრემიას" საგამოძიებო პროექტმა. გამომძიებელ ჟურნალისტებს აქვთ დოკუმენტის სრული ვერსია.

ჟურნალისტებმა შეისწავლეს ევროკავშირის სანქციების ახალი, მეოცე პაკეტი და დაადგინეს, რომ იგი განსხვავდება 6 თებერვალს შეთანხმებული ვერსიისგან.

ახალი დოკუმენტი 2026 წლის 27 თებერვლითაა დათარიღებული. ეს პაკეტი 22 აპრილს კვიპროსში გამართულ შეხვედრაზე წინასწარ შეათანხმეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა. ბრიუსელში "სისტემის" წყაროს თქმით, სია საბოლოოდ 23 აპრილს უნდა დამტკიცდეს.

არკადი დვორკოვიჩი მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში მოხვდა სანქციების სიაში, ახსნა-განმარტებით, რომ იგი "საჯაროდ უჭერდა მხარს ყირიმის ანექსირებას და უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებს უწოდებდა რუსეთის ფედერაციის 'ახალ ტერიტორიებს'". ასევე აღინიშნებოდა, რომ იგი არის წევრი რუსეთის ჭადრაკის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოსი, რომელიც უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტურნირებს აწყობდა.

სტანისლავ პოზდნიაკოვი სანქციების სიაში მოხვდა, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერი და რუსი ათლეტების ომში მონაწილეობისთვის მობილიზაციაზე თანხმობის გამცემი პირი. პოზდნიაკოვი რუსეთის შეიარაღებული ძალების პოდპოლკოვნიკია.

ახალ სიაში "სისტემამ" ვერ აღმოაჩინა სპორტის სფეროს კიდევ ერთი ფიგურა - რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მიხეილ მამიაშვილი. სანქციების სიაში მისი ჩართვა იგეგმებოდა ომისა და კრემლის პროპაგანდის საჯარო მხარდაჭერის გამო.

სანქციების განახლებულ ვერსიაში გამოჩნდა რამდენიმე ახალი სახელი, მათ შორის პირები, რომლებსაც ევროკავშირი ბრალს სდებს ბავშვებს შორის "მილიტარიზმისა" და "პროპაგანდის" კრემლისეულ პროპაგანდაში უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს. ესენია მიხაილ შმოილოვი, მოსკოვთან მოქმედი ერთ-ერთი გამაჯანსაღებელი ცენტრის დირექტორი და ოლეგ ოვჩარენკო, ხელმძღვანელი სპორტულ-პატრიოტული პროგრამისა "ნორჩი რაინდი".

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა წინასწარი თანხმობა გასცა უკრაინის დახმარების მასშტაბურ პაკეტზე