ამ მილსადენს უკრაინის გავლით ცენტრალურ ევროპაში ჩააქვს რუსეთის ნავთობი - რომელსაც არ ეხება ევროკავშირის სანქციები.
ჯგუფმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა 22 აპრილს და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ოფიციალური გახდება, როცა მილსადენში გამავალი ნავთობი რეგიონში სრულად ჩააღწევს. შეხვედრაზე ასევე დაამტკიცეს სანქციების მეოცე პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის გამო.
"ნავთობი ჩაიტვირთა ცენტრალური ევროპის დროით დილის თერთმეტ საათსა და ოცდაათ წუთზე. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი უნგრეთისა და სლოვაკეთის საზღვრებთან დღის ბოლოს, ან ხვალ დილით ჩავა" - უთხრა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა რადიო თავისუფლებას.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთი დღით ადრე აცხადებდა, რომ უკრაინამ დაასრულა შეკეთების სამუშაოები მილსადენის ნაწილზე, რომელიც რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად იყო დაზიანებული.
"ამჟამად ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ რუსეთი არ გაიმეორებს თავდასხმას მილსადენის ინფრასტრუქტურაზე" - დასძინა ზელენსკიმ.
ამ მილსადენით ნავთობის მიწოდება იანვრის ბოლოს შეწყდა, რუსეთის საჰაერო შეტევით გამოწვეული ზიანის შემდეგ. მოსკოვი უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას სამიზნედ იღებს, თავისი ომის სტრატეგიის ფარგლებში.
უნგრეთი და სლოვაკეთი კიევს თვეების განმავლობაში ადანაშაულებდნენ მილსადენის შეკეთების სამუშაოს პოლიტიკური მიზეზებით შეფერხებაში.
უკრაინა ბრალდებებს უარყოფდა, და თან ევროკავშირს აკრიტიკებდა - მას "შანტაჟში" სდებდა ბრალს, დაზიანებული მილსადენის სწრაფად აღდგენის მოთხოვნის გამო.
ევროპულმა კომისიამ მარტში გამოაცხადა, რომ მილსადენის აღსადგენად თანხა და ექსპერტთა ჯგუფი გაგზავნა. თუმცა, როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, ამ ჯგუფს კიევი არ დაუტოვებია.
ფორუმი