23 აპრილს უკრაინაში ჩავიდა სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი. მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ იყო.
ბრიტანელმა ჟურნალისტმა კრის შიპმა სოციალურ ქსელ X-ში თავის გვერდზე გამოაქვეყნა კიევის რკინიგზის სადგურში გადაღებული ვიდეო.
პრინცი ჰარი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა.
პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა 2025 წლის აპრილსა და სექტემბერშიც.
ჰარი და მის მიერ დაარსებული ფონდი Invictus Games-ი ჩართული არიან დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის პროცესში.
პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.