უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 24 აპრილს გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 14 ადამიანი. ნაწილობრივ დაინგრა და დაიწვა ერთი სამსართულიანი და ორი ორსართულიანი სახლი. ევაკუირებულია 40-მდე მობინადრე.
- რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ. დარტყმების ძირითად სამიზნეებს შორისაა საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგოობიექტები. მხოლოდ აპრილის დასაწყისიდან დაღუპულია ოცამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
ასევე ნახეთ
უკრაინა ევროკავშირის 90-მილიარდიან კრედიტს არმიის გასაძლიერებლადაც გამოიყენებს - ზელენსკიგანახლება: 24 აპრილს დილით უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორი რუსული დრონით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია სენ-კიტსი და ნევისის დროშით მცურავ სატვირთო გემზე, რომელიც ოდესის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა. ხანძარი ეკიპაჟის წევრებმა ჩააქრეს.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 107 უპილოტო საფრენი აპარატით და ორი ბალისტიკური რაკეტით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 96 რუსული დრონის მოგერიება და ორივე რაკეტით და 10 დრონით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.