„ორმოცი წლის წინ, ჩერნობილის კატასტროფამ სამუდამოდ შეცვალა მსოფლიოს წარმოდგენა ბირთვული უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ გვახსოვს დაღუპულები და პატივს მივაგებთ „ლიკვიდატორების” და უდანაშაულო ადამიანების წარმოუდგენელ გამბედაობას უკრაინაში, ბელარუსში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, რომლებმაც ეს ტრაგედია განიცადეს და დღემდე აგრძელებენ მის შედეგებთან ბრძოლას“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თომას პიგოტმა.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა კრიზისს კატასტროფის შედეგების აღმოფხვრაში დახმარებით უპასუხა და კვლავაც დიდ ყურადღებას აქცევს ბირთვულ უსაფრთხოებას როგორც ამ ობიექტზე, ისე მთელ მსოფლიოში.
„ბირთვული ენერგია უნდა დარჩეს მათ ხელში, ვისაც პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს და ვინც გამჭვირვალობის პრინციპებს იცავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
26 აპრილს სოციალურ ქსელში ჩერნობილის კატასტროფის წლისთავისადმი მიძღვნილ გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთს, უკრაინაში შეჭრით, „კვლავ ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფის ზღვარზე მიჰყავს მსოფლიო“.
ასევე ნახეთ
ზელენსკიმ რუსეთი "ჩერნობილის კატასტროფის" წლისთავზე „ბირთვულ ტერორიზმში“ დაადანაშაულაზელენსკიმ გაიხსენა, რომ რუსული დრონები ხშირად მოძრაობენ ჩერნობილის თავზე და რომ ერთი მათგანი გასულ წელს მის დამცავ გარსს მოხვდა.
„მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ამ ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება. საუკეთესო გზაა რუსეთის იძულება, შეწყვიტოს თავისი უგუნური თავდასხმები“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრემიერმინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი „აგრძელებს ბირთვული უსაფრთხოების პრინციპების უგულებელყოფას, რაც კონტინენტური მასშტაბის საფრთხეებს ქმნის“ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაციისა და მისი სისტემატური დაბომბვის გამო.