გასულ კვირაში დააკავეს პარტიის 14 წევრი, - ადმინისტრაციული წესით. ამჯერად კი ოთხ ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავებიან.
საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მათ ბრალად ედებათ სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობისკენ „პირთა ჯგუფის“ წაქეზება ქრთამის სანაცვლოდ.
საქმე 11 აპრილს გამართულ აქციას უკავშირდება. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები აქციის მონაწილეებს დაჰპირდნენ თანხის, 10 000 სომხური დრამის (დაახლოებით 72 ლარის) გადაცემას.
ასევე ნახეთ
ერევანში 17 დემონსტრანტი დააკავეს ოპოზიციონერის, ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის სასამართლოს პარალელურადკომიტეტის თანახმად, მათ შირაკის პროვინციის ერთ-ერთი დასახლებიდან ერევანში აქციაზე ადამიანთა ჯგუფის ტრანსპორტირება უზრუნველყვეს და „მიტინგში მონაწილეობისთვის წინასწარ დაპირებული 10 000 დრამი გადასცეს“.
თავდაპირველად დაკავების შემდეგ, 27 აპრილს, ოთხიდან ერთს შეუფარდეს შინაპატიმრობა, ორს - ადმინისტრაციული მეთვალყურეობა, ხოლო ერთს - არასრულწლოვანს - „საგანმანათლებლო ზედამხედველობა“ შეუფარდეს. ოთხივეს აუკრძალეს ქვეყნის დატოვება.
ასევე ნახეთ
სომხეთში პრორუსი ოპოზიციონერი მილიარდერის პარტიის 14 წევრი დააკავესპარტია „ძლიერი სომხეთი“ ახალ ბრალდებებს ჯერ არ გამოხმაურებია, თუმცა გასულ კვირაში მან ფაშინიანის გუნდს „პოლიტიკურ რეპრესიებში“ დასდო ბრალი.
- „ძლიერი სომხეთი“ არის პრორუსული ოპოზიციური პარტია, რომელიც დაფუძნებულია რუსეთისა და სომხეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის ინიციატივით.
- კარაპეტიანი 2025 წლის 18 ივნისს დააკავეს, რამდენიმე თვის განმავლობაში პატიმრობაში იყო, 2026 წლის იანვრიდან კი შინაპატიმრობაშია.
ასევე ნახეთ
მოლაპარაკებებიდან ერთ კვირაში ფაშინიანმა პუტინთან ახალი შეხვედრა დააანონსა - არჩევნების შემდეგსომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროკავშირმა სომხეთში გაგზავნა „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფი“, რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.
გასულ კვირას ევროკავშირმა დაამტკიცა მეორე, უფრო ხანგრძლივი, 2-წლიანი სამოქალაქო მისია, მსგავსი მიზნით.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი სომხეთს რეგიონში „ანტირუსულ ფორპოსტად აქცევს“.