ინფორმაცია, რომ ქარცივაძემ გდდ-ს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და სუსში აგრძელებს მუშაობას, თავდაპირველად გაავრცელა ფეისბუკ-გვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“, რომელსაც წარსულში არაერთხელ წინსწრებით გაუვრცელებია საკადრო ცვლილებებზე ცნობები.
- რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს კითხვით, ვინ დაიკავებს ქარცივაძის თანამდებობას. პასუხების მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
- მოგვიანებით, 1 მაისს სუსის პრესცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ქარცივაძე უწყებაში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.
მასალა განახლდა 1 მაისს, 10:50 საათზე, მას შემდეგ, რაც სუსმა ინფორმაცია დაადასტურა.
ასევე ნახეთ
ზვიად ხარაზიშვილმა („ხარება“) გდდ-ის უფროსის თანამდებობა დატოვასაკადრო ცვლილებები მთავრობაში
რომან ქარცივაძემ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შეცვალა 2025 წლის ივნისში, - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ნაცვლად გელა (გეკა) გელაძე დაინიშნა.
თითქმის 11-თვიანი მინისტრობის შემდეგ, 2026 წლის 28 აპრილს გელაძე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. მან ამ პოსტზე შეცვალა თავისი მეგობარი, მამუკა მდინარაძე, რომელიც ვიცეპრემიერად და „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დაინიშნა.
გელაძის ნაცვლად კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.