რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევების შედეგად რუსეთში ნავთობის გადამუშავება დღე-ღამეში 4,69 მილიონ ბარელამდე შემცირდა, რაც 2009 წლიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ეს მონაცემები სააგენტო Bloomberg-ს მოჰყავს. მისი ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბრიდან მაქსიმუმს მიაღწია რუსეთის ნავთობობიექტებზე უკრაინის დარტყმების რაოდენობამ.
მხოლოდ 2026 წლის აპრილში უკრაინის თავდაცვის ძალებმა სულ მცირე 21-ჯერ შეუტიეს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საზღვაო ტერმინალებს და მილსადენების ინფრასტრუქტურას.
დარტყმის ქვეშ იყო სულ მცირე ცხრა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელთაგან ხუთმა წარმოება სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვიტა.
ასევე ნახეთ
ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო - მეოთხე აპრილის შუა რიცხვებიდან- მხოლოდ 2026 წლის აპრილის შუა რიცხვებიდან ოთხჯერ იყო შეტევა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და მის საზღვაო ტერმინალზე. სულ ბოლოს 1 მაისს.
- აპრილის ბოლოს, ზედიზედ ორი დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონებით დაარტყეს რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობის საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურს(საქაჩი სადგური), რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ მართულ კომპანია „ტრანსნეფტს“ ეკუთვნის და კომპანია „ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.
უკრაინის ხელისუფლება მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას. რუსეთის ხელისუფლება ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევებს" უწოდებს.