რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საბაჟო უწყებებს ანიჭებს დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უფლებას, თავიანთი ობიექტების დაცვის მიზნით.
დოკუმენტი გამოქვეყნდა სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.
საბაჟოს თანამშრომლებს ენიჭებათ უფლება ჩაახშონ ან შეცვალონ უპილოტო საფრენი აპარატების დისტანციური მართვის სიგნალები, ზემოქმედება იქონიონ მართვის მოწყობილობებზე და დააზიანონ და გაანადგურონ საკუთრივ დრონები.
კანონი ამოქმედდება ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 დღეში.
2026 წლის მარტში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც დაცვის კერძო ორგანიზაციების თანამშრომლებს ანიჭებს უფლებას ატარონ საბრძოლო იარაღი, მათი ობიექტების დრონებისგან დასაცავად.