Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერსონში მიკროავტობუსზე დრონით განხორციელდა დარტყმა, არის მსხვერპლი

რუსეთის დრონის შედეგად დაზიანებული მიკროავტობუსი, ხერსონი, უკრაინა, 2026 წლის 2 მაისი
რუსეთის დრონის შედეგად დაზიანებული მიკროავტობუსი, ხერსონი, უკრაინა, 2026 წლის 2 მაისი

2 მაისის დილით რუსეთის დრონმა უკრაინის ქალაქ ხერსონში მიკროავტობუსზე განახორციელა დარტყმა - იუწყება ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ შანკო.

დაიღუპა ორი ადამიანი - ხერსონის ქალაქის საბჭოს ერთ-ერთი კომუნალური საწარმოს თანამშრომელი და ქალი, რომლის ვინაობასაც აზუსტებენ. დაშავდა შვიდი მგზავრი.

ღამით დრონებით შეტევას დაექვემდებარა ხარკოვიც - უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა მაღალსართულიან სახლს ერთ-ერთ რაიონში. ქალაქის ადმინისტრაციის ცნობით, არიან დაშავებულები.

უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ დრონებით შეტევა იყო ხარკოვის ოლქის სოფელ ვასიშჩევოზეც, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ოდესის ოლქში თავდასხმის შედეგად დაზიანდა საპორტო ინფრასტრუქტურა. დაშავებულები არ არიან.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საერთო ჯამში ღამით უკრაინაზე 163 დრონით იყო იერიშები, მათგან 142-ის ნეიტრალიზება მოხერხდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG