გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ის ბაადურ შენგელიაა

ბაადურ შენგელიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პოსტზე რომან ქარცივაძე შეცვალა.

მოკლედ

  • შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეცვალა - დანაყოფს, რომელსაც საზოგადოება ძირითადად აქციების დაშლით იცნობს და რომლის მოვალეობებშიც ასევე შედის საოკუპაციო ხაზის დაცვა და სპეციალური ოპერაციების ჩართვა, რომან ქარცივაძე უხელმძღვანელებს.
  • 2025 წლის შემდეგ ეს გდდ-ს ხელმძღვანელის მეორე ცვლილებაა - პროევროპული აქციების მონაწილეებზე სასტიკი ძალადობის შემდეგ გდდ-ს ხელმძღვანელის პოსტი 2025 წლის ივნისში დატოვა ზვიად ხარაზიშვილმა ("ხარებამ").
  • ათი თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გდდ-ს რომან ქარცივაძე.
"ბაადურ შენგელიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს", - წერს შსს-ს პრესსამსახური. შენგელიას პოლიტიკის პოლკოვნიკის სტატუსი აქვს. ღია წყაროებში მის შესახებ ინფორმაცია მწირია.

გდდ-ს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა 2 მაისს წარადგინა.

სანამ უწყება ოფიციალურად გაავრცელებდა საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას, 29 აპრილს გავრცელდა ცნობები, რომ რომან ქარცივაძემ გდდ-ის უფროსის თანამდებობა დატოვა და სავარაუდოდ სუს-ში სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის პოსტს დაიკავებდა.

სუს-ში გადავიდა ბოლო სამთავრობო ცვლილებების შემდეგ ყოფილი შს მინისტრი, გელა გელაძეც. ქარცივაძემ სწორედ მისი მინისტრობის დაიკავა გდდ-ს ხელმძღვანელის თანამდებობა.

ასევე ნახეთ

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი სუსში გადავიდა

ასევე ნახეთ

ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) ამბობს, რომ „სისტემიდან თავისი ნებით წავიდა“ და „არც აპირებს არსად დაბრუნებას“

ასევე ნახეთ

სპეცრაზმის სანქცირებულმა ექსუფროსმა „ხარებამ“ ტაძრის აშენება დააფინანსა