Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი სუსში გადავიდა

რომან ქარცივაძე 2025 წლის ივნისიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად.
რომან ქარცივაძე 2025 წლის ივნისიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსად.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, რომან ქარცივაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავიდა სამუშაოდ.

ინფორმაცია, რომ ქარცივაძემ გდდ-ს ხელმძღვანელის პოსტი დატოვა და სუსში აგრძელებს მუშაობას, თავდაპირველად გაავრცელა ფეისბუკ-გვერდმა „ყველაფერი პოლიციის შესახებ“, რომელსაც წარსულში არაერთხელ წინსწრებით გაუვრცელებია საკადრო ცვლილებებზე ცნობები.

მასალა განახლდა 1 მაისს, 10:50 საათზე, მას შემდეგ, რაც სუსმა ინფორმაცია დაადასტურა.

საკადრო ცვლილებები მთავრობაში

რომან ქარცივაძემ აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შეცვალა 2025 წლის ივნისში, - რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის ნაცვლად გელა (გეკა) გელაძე დაინიშნა.

თითქმის 11-თვიანი მინისტრობის შემდეგ, 2026 წლის 28 აპრილს გელაძე სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა. მან ამ პოსტზე შეცვალა თავისი მეგობარი, მამუკა მდინარაძე, რომელიც ვიცეპრემიერად და „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად“ დაინიშნა.

გელაძის ნაცვლად კი შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა სულხან თამაზაშვილი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG