ფინეთის შეიარაღებულმა ძალების ინფორმაციით, 3 მაისის ღამეს, უცნობი წარმოშობის დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ფინეთის თავდაცვის სამინისტრო საიტზეა გამოქვეყნებული, დარღვევა დაფიქსირდა ვიროჰალტის რაიონში, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დრონი უკვე აღარ იმყოფება ფინეთის საჰაერო სივრცეში“.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია.
3 მაისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ პრიმორკსის პორტზე, რომელიც ფინეთთან მოსაზღვრე რეგიონში მდებარეობს. იქ განთავსებულია ნავთობის ექსპორტის ტერმინალი, რომელიც წარსულშიც არაერთხელ გამხდარა უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშის სამიზნე.
მარტის ბოლოს უკრაინამ ბოდიში მოუხადა ფინეთს მას შემდეგ, რაც რამდენიმე უკრაინული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთში უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები 23-29 მარტის პერიოდში მოხდა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ გამოცემა Delfi-ს 30 მარტს განუცხადა, რომ ინციდენტების გარემოებების გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედებით.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დრონების გამო ბოდიში მოუხადა ბალტიის ქვეყნებს და ფინეთს