ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. სარაკეტო შეტევა 4 მაისს დილით იყო.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დანგრეული და დაზიანებულია სულ მცირე 10 სახლი, 4 მაღაზია, კვების ობიექტი და ადმინისტრაციული შენობა.
რამდენიმე საათით ადრე რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, პირდაპირი დარტყმა იყო სატვირთო ავტომანქანაზე, რომელსაც პურ-ფუნთუშეული გადააქვს. დაშავდნენ მძღოლი და ავტომობილში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.
ასევე ნახეთ
მოსკოვში აფეთქება იყო, ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადაგანახლება: 4 მაისს დღისით ხარკოვის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ მერეფაში დაიღუპა 5 და დაშავდა 19 ადამიანი. პროკურატურის წინასწარი მონაცემებით, რუსეთის ჯარებმა ქალაქს დაარტყეს ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი".