სადავოდ გამხდარ პოსტში ეწერა: „სალუქვაძე, #... შენა, წადი #... იმკურნალე ისევ, კიდევ არ გიწერ რატომ“ - იმის მიუხედავად, რომ ნახსენები არ იყო სახელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტები ირწმუნებოდნენ, რომ ეს პოლიციელ ლაშა სალუქვაძეს მიემართებოდა.
გუშინ, 4 მაისს გამართულ სხდომაზე ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა მოიყვანა მაგალითი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან - როდესაც რუსი სამართალდამცველების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო გასამართლებული მოქალაქის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა. ადვოკატმა ვარდიაშვილმა დაამატა, რომ იმ საქმესა და მელითაურის საქმეს შორის „სხვაობა ისეთივეა, როგორც სპილოსა და ჭიანჭველას შორის“.
„სალუქვაძე შეიძლება იყოს როგორც ლაშა, ასევე დიმიტრი, ალექსანდრე, გიორგი… შეიძლება იყოს პოლიციელიც ან სხვა პროფესიის ადამიანი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მელითაურის ადვოკატმა.
შსს-მ საქმის წარმოება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ მუხლით განსაზღვრულია ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდე ანდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე.
ასევე ნახეთ
სასამართლოში ფეისბუკპოსტისთვის - ია მელითაური მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებაბოლო ორი წელია, „ქართული ოცნება“ მიღებული კანონებით მნიშვნელოვნად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას: საავტომობილო გზასა თუ ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის გამო აკავებენ ადამიანებს; აიკრძალა დემონსტრაციებზე პირბადისა თუ მანათობლების გამოყენება; სიტყვიერად პოლიციელის მესამედ შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით ისჯება.