სამდღიანი ზავის პირველ დღეს უკრაინა დრონებით თავდასხმაზე იუწყება

დრონების საწინააღმდეგო ბადეში გახვეული რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი, უკრაინა, დონეცკის რეგიონი, 2026 წლის 24 აპრილი

9 მაისს ამოქმედდა სამდღიანი ზავი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომლის შესახებაც მანამდე იუწყებოდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

შაბათს დილით უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებოდა, რომ 9 მაისის ღამეს უკრაინას თავს დაესხა რუსეთის 43 დრონი და Iskander-ის ტიპის რაკეტა. მოხერხდა 34 დრონის გაუვნებელყოფა.

ასევე შაბათის დილას უკრაინის არმიამ ორჯერ გაავრცელა ცნობა დრონებზე ზაპოროჟიეს რაიონში, ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ივან ფედოროვი იუწყებოდა, რომ პოლოგოვსკის რაიონში რუსეთის დრონმა დაარტყა ავტომობილს, ადგილზე დაიღუპა მძღოლი, 62 წლის კაცი, მისი ორი მგზავრი - 62 წლის კაცი და 81 წლის ქალი - დაიჭრნენ და საავადმყოფოში იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 9 მაისის დილას აცხადებდა, რომ გადატაცებულია უკრაინის 44 დრონი - თუმცა აზუსტებდა, რომ საქმე ეხება 24 საათის წინა პერიოდს, ანუ ზავის ამოქმედებამდე დროს.

კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად ამბობს, რომ გამარჯვების დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ჩაშლის მცდელობები არ ყოფილა. მას ჰკითხეს, გაეცნო თუ არა კრემლი ტრამპის განცხადებას, რომ კარგი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივება. "არ გავცნობივართ. ზავი ახლა 9, 10, 11 მაისსაა, სხვა საუბრები არ ყოფილა" - თქვა პესკოვმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულია სამდღიანი ზავის შეთანხმება. კიევსა და მოსკოვში ეს შეთანხმება დაადასტურეს. ტრამპის თქმით, ზავი გაგრძელდება 9, 10 და 11 მაისს და მოიცავს როგორც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, ისე ტყვეთა გაცვლას, ფორმატით 1000-1000-ზე. ტრამპი წერს, რომ ზავის თხოვნით იგი გამოვიდა, და რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები ამას დათანხმდნენ.

მანამდე რუსეთმა ცალმხრივად გამოაცხადა ზავი 8 და 9 მაისს, და უკრაინას დაემუქრა, რომ აღლუმის ჩაშლის შემთხვევაში მასშტაბურად დაარტყამდა კიევის ცენტრს, ხოლო ზავის დარღვევას "ადეკვატურ პასუხს" გასცემდა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმი ზელენსკი გამოვიდა 6 მაისიდან "სიჩუმის რეჟიმის" ამოქმედების წინადადებით - მაგრამ რუსეთმა ეს მყისიერად დაარღვია, მათ შორის იერიშებით უკრაინის ქალაქებზე. 8 მაისის ღამეს რუსეთის რეგიონებზეც იყო თავდასხმები.

ასევე ნახეთ

პუტინი გამარჯვების დღის აღლუმზე გამოსვლისას: რუსეთი ებრძვის ნატოს მხარდაჭერილ, "აგრესიულ" ძალას