IRNA-ს თანახმად, შემოთავაზებული გეგმა, რომელიც შუამავალ პაკისტანს გაეგზავნა, ამ ეტაპზე ომის დასრულებაზეა ორიენტირებული.
აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს პაკისტანი და კატარი ასრულებენ. გასულ დღეებში აშშ-მა ირანი გააფრთხილა, რომ თუ არ მიიღებდა მისი პირობებს და არ მოხდებოდა შეთანხმება, ირანის დაბომბვა განახლდებოდა.
აშშ-მა და ისრაელმა წელს 28 თებერვალს დაიწყეს ირანის სამხედრო და სხვა ობიექტების დაბომბვა, მოკლეს უზენაესი მმართველი და სხვა მეთაურები.
40 დღის შემდეგ ზავი ამოქმედდა, თუმცა დაძაბულობა სპარსეთის ყურეში კვლავ დიდია.
ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, საიდანაც ომამდე მსოფლიო ნავთობის და გაზის მეხუთედი გადის მსოფლიო ბაზარზე.
აშშ-ს სურს, რომ ჰორმუზი გაიხსნას, მაგრამ ირანის პირობაა, მოიხსნას ბლოკადა მის ნავსადგურებზე, რომელიც აშშ-მა დააწესა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების მერე.