„ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი. არ მომწონს -- სრულიად მიუღებელია!“ - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე, თეირანის რეაქციის დეტალების აღწერის გარეშე.
ირანმა 10 მაისს უპასუხა ვაშინგტონის უახლეს სამშვიდობო წინადადებას და გააფრთხილა, რომ არ შეიკავებს თავს აშშ-ის ნებისმიერი ახალი დარტყმის წინააღმდეგ საპასუხო ზომებისგან და არ დაუშვებს ჰორმუზის სრუტეში მეტი უცხოური სამხედრო გემის განთავსებას.
თეირანის პასუხი, რომელსაც დიდხანს ელოდნენ, მას შემდეგ გაკეთდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - რომლის ძალებმაც 28 თებერვალს აშშ-ის სამხედროებთან ერთად ომი დაიწყეს ირანის წინააღმდეგ - განაცხადა, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა მანამ, სანამ ირანი არ გაიტანს გამდიდრებულ ურანს და არ დაშლის თავის ბირთვულ ობიექტებს.
ასევე ნახეთ
ნეთანიაჰუ: ირანის ომი „არ დასრულებულა“, ურანი უნდა გამოიტანონთუმცა თეირანმა საჯაროდ შეინარჩუნა თავისი დაუმორჩილებელი პოზიცია, კულისებში მიმდინარე დიპლომატიის მიუხედავად.
სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, თეირანის პასუხი აშშ-ის გეგმაზე, რომელიც პაკისტანელ შუამავლებს გადაეცა, მიმართულია ომის დასრულებაზე „ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით ლიბანში“ - სადაც ისრაელი აგრძელებს ბრძოლას ირანის მოკავშირე ჰეზბოლასთან, - ასევე „ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“.
Truth Social-ის ვრცელ პოსტში ტრამპმა არ ახსენა ირანის რეაქცია, მაგრამ დაადანაშაულა ის შეერთებულ შტატების „დაცინვასა“ და მასთან ათწლეულების განმავლობაში „თამაშებში“.
„ისინი აღარ გაიცინებენ!“- დასძენს ის დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე.
ასევე ნახეთ
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის ყველა სამიზნეზე თავდასხმისთვის ორი კვირა დასჭირდებაირანმა ომის დასაწყისშივე დააწესა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, რამაც ნავთობის გლობალური ფასების ზრდა და ფინანსური ბაზრების რყევა გამოიწვია.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაბლოკეს ირანის ნავსადგურები.