Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ს ირანის ყველა სამიზნეზე თავდასხმისთვის ორი კვირა დასჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში, რომელიც 10 მაისს გავიდა ეთერში, განაცხადა, რომ ირანში „სათითაოდ ყველა სამიზნეზე“ დარტყმას მხოლოდ ორი კვირა დასჭირდება და დასძინა, რომ ისლამური რესპუბლიკა "სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია."

დამოუკიდებელ ჟურნალისტ შერილ ატკისონთან ინტერვიუში, რომელიც გასულ კვირას ჩაიწერა, მან „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა ნატოს და ვაშინგტონის მოკავშირეები თეირანის წინააღმდეგ კამპანიაში დახმარების უუნარობაში დაადანაშაულა.

კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც, როგორც იტყობინებიან, ირანმა უპასუხა აშშ-ის უახლეს წინადადებას, რომელიც 28 თებერვალს ირანში აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული ომის დასრულებას ეხებოდა.

„ისინი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულები არიან. შესაძლოა, თავად ამას ვერ აცნობიერებენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იციან“, - თქვა ტრამპმა ინტერვიუში და დაამატა: „ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღსრულებული არიან”.

მან თქვა, რომ აშშ-ის სამხედროებს შეეძლოთ „კიდევ ორი კვირა ემოქმედათ და ყველა სამიზნეზე დაერტყათ. ჩვენ გვაქვს გარკვეული სამიზნეები, რომლებიც გვინდოდა და მათი, ალბათ, 70 პროცენტი უკვე შევასრულეთ, მაგრამ გვაქვს სხვა სამიზნეებიც, რომლებზე დარტყმაც, სავარაუდოდ, შეგვეძლო“.

ნატოსთან დაკავშირებით მან თქვა, რომ ალიანსმა „დაამტკიცა, რომ ის ქაღალდის ვეფხვია. ისინი იქ დასახმარებლად არ მოვიდნენ”.


ფორუმი

XS
SM
MD
LG