ერევანს კვლავ ეწვია ამერიკული ამერიკული საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი - ოთხშაბათს, 13 მაისს AECOM-ის ჯგუფს უმასპინძლა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.
AECOM-ი არის „ამერიკული მულტინაციონალური ინფრასტრუქტურის საკონსულტაციო ფირმა“, კერძო კომპანია, რომლის შტაბ-ბინაც მდებარეობს დალასში, ტეხასის შტატში. მისი აქციები განთავსებულია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე.
სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს კომპანია ამ შემთხვევაში წარმოადგენს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის „გლობალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო პარტნიორობის ფონდს“.
ასევე ნახეთ
სომხეთს აშშ-დან მორიგი დელეგაცია ეწვია „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებითAECOM-ის ექსპერტთა ჯგუფი მანამდე 2026 წლის თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა სომხეთში.
„შეხვედრის დროს AECOM-ის წარმომადგენლებმა ვიცე-პრემიერს წარუდგინეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ძირითადი მიმართულებები და მოსალოდნელი შედეგები“, - აცხადებენ ფაშინიანის მთავრობაში.
მჰერ გრიგორიანმა, სომხეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე:
1. „ხაზი გაუსვა მიმდინარე სამუშაოებს,
2. ხაზი გაუსვა TRIPP-ის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების პერსპექტივიდან;
3. წარმოადგინა რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის შესაძლებლობები და ხაზი გაუსვა ტვირთებისა და რესურსების სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის დიდ პოტენციალს“.
ასევე ნახეთ
ერევნის შემდეგ თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეTRIPP-ზე შეხვედრები გრძელდება
წინა დღეს, 12 მაისს გრიგორიანმა უმასპინძლა ამერიკულ დელეგაციას, რომელსაც აკომპლექტებდნენ თანამდებობის პირები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების ფინანსური ინსტიტუტიდან“ (DFC).
DFC არის აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო მიმართულება, რომელიც ახდენს კერძო კაპიტალის მობილიზებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინწაწევის მიზნით.
მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „არაერთი საოპერაციო და სამართლებრივი საკითხი, რომლებიც TRIPP-ის იმპლემენტაციას უკავშირდება“.
კიდევ უფრო ადრე, გასულ კვირას, 6 მაისს, სომხეთში იმყოფებოდა სონატა კოლტერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. ის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღეს. კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში, ვასილის მარაგოსს. მოგვიანებით ის თბილისს ეწვია.
ასევე ნახეთ
რაზე მიუთითებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტი საქართველოში?- TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
- ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
- დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.