Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთს აშშ-დან მორიგი დელეგაცია ეწვია „ტრამპის მარშრუტთან“ დაკავშირებით

დელეგაციას 12 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა.
დელეგაციას 12 მარტს სომხეთის ვიცე-პრემიერმა უმასპინძლა.

სომხეთს მიმდინარე კვირაში შეერთებული შტატებიდან მორიგი დელეგაცია ეწვია „ტრამპის მარშრუტის“ პროექტთან დაკავშირებით.

დელეგაციას აკომპლექტებენ თანამდებობის პირები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და აშშ-ის „საერთაშორისო განვითარების ფინანსური ინსტიტუტიდან“ (DFC).

DFC არის აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო მიმართულება, რომელიც ახდენს კერძო კაპიტალის მობილიზებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინწაწევის მიზნით.

სამშაბათს, 12 მაისს, ამერიკულ დელეგაციასთან შეხვედრა გამართა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, მხარეებმა განიხილეს „არაერთი საოპერაციო და სამართლებრივი საკითხი, რომლებიც TRIPP-ის იმპლემენტაციას უკავშირდება“.

მანამდე, გასულ კვირას, 6 მაისს, სომხეთში იმყოფებოდა სონატა კოლტერი, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე. ის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა და სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღეს. კოლტერი ერევანში ასევე შეხვდა ევროკავშირის ელჩს სომხეთში, ვასილის მარაგოსს.

  • TRIPP-ი შემუშავებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე.
  • ამ პროექტის წყალობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.
  • დღეს სომხეთიც და აზერბაიჯანიც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG