ერთის მფლობელი ჩინური კომპანიაა. ამის შესახებ 18 მაისს განაცხადეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ და ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ. მათი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების თანახმად, შავ ზღვაში, ოდესის მახლობლად ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენით შეტევა იყო მარშალის კუნძულების დროშით მცურავ სატვირთო გემზე KSL DEYANG, რომლის მფლობელი ჩინური კომპანიაა და ეკიპაჟის წევრებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებით, რუსეთმა ისევ აჩვენა, რომ მისი შეტევები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ უახლოეს პარტნიორებსაც. რუსეთს და ჩინეთს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ
უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყოოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ინფორმაციით, მარშალის დროშით მცურავი გემის გარდა, დრონით დარტყმა იყო გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ სატვირთო გემზე.
ორივე „მოლოდინის რეჟიმში“ იყო უკრაინული დერეფნით ოდესის პორტებში შესასვლელად.
კიპერის ცნობითვე, დარტყმების შედეგად გემებზე გაჩნდა ხანძრები, რომლებიც ეკიპაჟების წევრებმა თავად ჩააქრეს. არავინ დაშავებულა.