Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

18 მაისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე
18 მაისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე

რუსეთის ჯარებმა 18 მაისს უკრაინაზე შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ დნიპროსა და ოდესაში.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, გასულ ღამით სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ დნიპროს ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე.

დაშავდა სულ მცირე 18 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი - 10 წლის ბიჭი და 2 წლის გოგო. დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება და საწარმო.

განჟამ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა შედეგების ამსახველი ფოტოები.

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ოდესაზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბიჭი. დაზიანებულია სახლები და ლიცეუმის და საბავშვო ბაღის შენობები.

განახლება: 18 მაისს დილით დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ცნობა ქალაქ დნიპროს გარდა ოლქის სხვა რაიონებზეც რუსული რაკეტებით, დრონებით და საავიაციო ბომბებით დარტყმების შესახებ.

ქალაქ კრივოი-როგში და სინელნიკოვის, ნიკოპოლის და კიდევ რამდენიმე რაიონში დაშავდა 8 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია სახლები, საწარმოები და ადმინისტრაციული შენობა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 22 რაკეტით და 524 უპილოტო საფრენი აპარატით. დარტყმის ძირითადი მიმართულება იყო დნეპროპეტროვსკის ოლქი და მისი ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი დნიპრო. შეტევა იყო ოდესის, ზაპოროჟიეს და ჩერნიგოვის ოლქებზეც.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 18 მაისის 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 503 დრონის და 4 რაკეტის მოგერიება და 18 რაკეტით და 16 დრონით პირდაპირი დარტყმა 34 ადგილზე.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჩერნიგოვის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. ამავე სამსახურის ცნობით, ქალაქ ოდესაში დანგრეულია ორი ერთსართულიანი სახლი. ხანძარი გაჩნდა სამსართულიან სახლში.

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სპიკერ დმიტრო პლეტენჩუკის ინფორმაციით, გასულ ღამით უკრაინის საზღვაო აკვატორიაში რუსული დრონით დარტყმა იყო ჩინეთის სატვირთო გემზე, მსხვერპლი არ არის. რუსეთს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG