ნიკოლ ფაშინიანთან მივიდა შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, წარმოშობით ყარაბაღიდან, და უთხრა:
„შენ ჩემი სამშობლო მოიპარე, მთელი თაობა გაანადგურე, ჩემი ძმა, ჩემი სიხარული მომპარე, ჩვენი განადგურება სცადე, მაგრამ ვერ გაგვანადგურე“.
ფაშინიანმა უპასუხა: „ჩვენ შევქმენით ჯანმრთელობის დაზღვევა, ჩვენ შევქმენით სახელმწიფო“, - თუმცა მოქალაქემ კვლავ გააწყვეტინა: „თქვენ ჩვენი გაცურება სცადეთ“.
ასევე ნახეთ
ერევნის ერთ-ერთ ტაძარში ფაშინიანთან დაპირისპირების გამო სამ პირს ბრალი წაუყენეს„გავანადგურებ“
დაპირისპირება გაგრძელდა. ფაშინიანმა ჩამოთვალა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი „განადგურებით“ დაიმუქრა:
„თუ რობზე მელაპარაკებით, მე გავანადგურებ რობს, რობი ციხეში ჩაჯდება, გავანადგურებ რობს, გავანადგურებ კალუგელ კაცს, გავანადგურებ სერჟსაც და გაგოსაც“, - თქვა მან. ის გულისხმობდა:
- „რობი“ - ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი;
- „კალუგელი კაცი“ - შინაპატიმრობაში მყოფი სომეხი-რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი. ფაშინიანი მას ხშირად უწოდებს „კალუგელ ოლიგარქს“ უწოდებს (კალუგა არის ქალაქი რუსეთში, სადაც კარაპეტიანი წლების განმავლობაში მუშაობდა);
- „სერჟი“ - ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი;
- „გაგო“ - ოპოზიციონერი მილიონერი ბიზნესმენი გაგიკ წარუკიანი.
„მარიონეტებო“
უცნობმა ქალმა ფაშინიანი „ქვეყნის განადგურებაში“ დაადანაშაულა, რასაც პრემიერმა ასე უპასუხა:
„ქვეყანა თქვენ გაანადგურეთ, ყარაბაღის აქცენტით შენიღბულმა ხალხმა, რომლებიც ავრცელებთ ვიდეოებს... თქვენ ხართ გამოქცეული მარიონეტები! ჩამოიხსენით ნიღბები! თქვე მშიშარებო, ბრძოლის ველიდან რომ გაიქეცით... ჩამოიხსენით ნიღბები რობის მარიონეტებო, სერჟის მარიონეტებო, გაგოს მარიონეტებო“!
ასევე ნახეთ
სომხეთში მთაზე დგამენ იესო ქრისტეს ქანდაკებას, რომელიც მთელი სომხეთიდან უნდა გამოჩნდეს- 7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული;
- არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე ფაშინიანმა ქვეყნის მასშტაბით ტურნე დაიწყო; მცირე ხნის წინ დაიწყო საარჩევნო კამპანიაც;
- კამპანიის ფარგლებში, იგი არიგებს სომხეთის რუკის მინიატიურულ მოდელებს, რუკის ფორმის გულსაბნევებს რომელიც ასახავს სომხეთის ტერიტორიას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მთიანი ყარაბაღის გარეშე; „ნამდვილ სომხეთს“, - როგორც ამას ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკური კონცეფცია ითვალისწინებს;
- ფაშინიანს უკვე არაერთხელ დაუპირისპირდნენ მოქალაქეები. ერთ-ერთ ეპიზოდში გაცხარების შემდეგ, 23 მარტს ფაშინიანმა ბოდიში მოიხადა - ის ასევე ყარაბაღიდან დევნილ ქალს დაუპირისპირდა.