ელჩმა პეტერ ფიშერმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მთავრობის საჯარო წერილი ევროპული ინსტიტუტების ლიდერებისადმი.
„ეს ქალაქ ზაარბრიუკენის გადაწყვეტილებაა. ამ ქალაქს თავისი მერია ჰყავს, რომელიც დემოკრატიული არჩევნების გზით არის არჩეული“, - განაცხადა ელჩმა პეტერ ფიშერმა.
- ცნობები იმის შესახებ, რომ 1975 წელს თბილისთან დაძმობილებული გერმანული ქალაქი საქართველოს დედაქალაქთან მეგობრობას წყვეტს, გერმანულ მედიაში 18 მაისს გაჩნდა.
- ადგილობრივი გამოცემის, Zaarbrucken Zeitung-ის ინფორმაციით, ქალაქის საბჭო მეგობრობის შეწყვეტის საკითხზე ხუთშაბათს, 21 მაისს, იმსჯელებს. „ეს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“, - თქვა ელჩმა ფიშერმა 19 მაისს.
- თბილისის მერმა 19 მაისს გერმანული ქალაქის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უპასუხა გერმანელი ხალხის მიმართ დაწერილი „სამძიმრის წერილით“, რომელშიც „გერმანულ ბიუროკრატია“ „დიპ სტეიტის“ მორჩილად დახატა.
ასევე ნახეთ
კალაძე „სამძიმარს“ უცხადებს გერმანელებს ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან კავშირის გაწყვეტის შემდეგ„ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ“
„ეს სამძიმრის წერილი, რომელიც ამბობს, რამდენად ცუდად არის საქმე გერმანიაში, რომელიც იმართება „დიპ სტეიტის“ მიერ, „არაფორმალური ოლიგარქების“ მიერ, და ის ფაქტი, რომ მსგავსი ნარატივები საქართველოში არსებული ამგვარი წრეებიდან მოდის, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ მთავრობას საქართველო ევროკავშირისგან შორს მიჰყავს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა 19 მაისს თბილისში, ისრაელის დამოუკიდებლობის 78-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე.
„დღეს ასევე პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი ევროკავშირის ლიდერებისადმი, რომელიც ზუსტად იმავე შინაარსისაა, - ჩვენ, ქართველები, ვართ ნამდვილი ევროპელები, ხოლო თქვენ ყველანი ცუდები ხართ და უკან მიდიხართო. ასე ევროკავშირში ვერ შეხვალთ, ნამდვილად ვერა“, - განაცხადა მან („ტვ პირველის“ თარგმანი).
- „ეს რჩევა შეგიძლიათ მიიღოთ ჩემგან, როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩისგან. მე ვერ ვხედავ ნაბიჯებს წინ, მე ვხედავ საპირისპირო მიმართულებით, ევროკავშირისგან გადადგმულ ნაბიჯებს. ეს წუხილს და იმედგაცრუებას იწვევს გერმანიის მთავრობაში“, - განაცხადა ფიშერმა.
ასევე ნახეთ
„რა გეგმა გაქვთ?“ - თბილისი წუხს ევროპის „დემოკრატიულ უკუსვლაზე, ეკონომიკურ სტაგნაციაზე“- ირაკლი კობახიძემ 19 მაისს საქართველოს მთავრობის სახელით საჯაროდ არაერთი კითხვით მიმართა ევროპულ სტრუქტურებს - ევროკომისიას, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს - თუმცა განაცხადა, რომ „პასუხის მოლოდინი არ აქვს“;
- „როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება?“ - ასეთია კობახიძის ერთ-ერთი ძირითადი შეკითხვა.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპულ სტრუქტურებს ეს კითხვები საჯარო დაუსვა, ევროკავშირის წევრობის საჭიროებასთან დაკავშირებით ქართულ პროსახელისუფლებო მედიაში ბოლო პერიოდში გახშირებული დისკუსიების ფონზე.
დემოკრატიული ნორმების დარღვევის გამო ევროკავშირი ხშირად აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც, რომელიც პასუხად აცხადებს, რომ ევროკავშირმა, - რომელიც „შიდა საქმეებში ერევა“ - საკუთარ ტერიტორიაზე უნდა მიხედოს „პოლიციის ძალადობას, ისლამოფობიას, კორუფციას და პროტესტის ჩახშობას“.