მნიშვნელოვანია, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ - გერმანიის ელჩი

პეტერ ფიშერი: „ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები ... გაცვალოს“

გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ უნდა გააზვიადონ და გერმანია ამ სატრანზიტო დერეფნის გამო საქართველოშიო ადამიანის უფლებების დარღვევებზე თვალს არ დახუჭავს.

„მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა არ გავაზვიადოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ინტერესები მაშინ არის საუკეთესოდ დაცული, როცა ჩვენი ღირებულებები სრულდება“, - განაცხადა ელჩა ფიშერმა გამოცემა „ბათუმელებთან“. მასთან ინტერვიუ 21 მაისს გამოქვეყნდა.

ასევე ნახეთ

ანაკლიის პორტი, წყალქვეშა კაბელი, "ტრამპის მარშრუტი" - რამდენად მყარია საქართველოს პოზიციები "შუა დერეფანში"

მან ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას:

  1. „ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ საქართველო ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი სატრანზიტო მდებარეობისა და „დაკავშირებადობის“ გამო. ზოგის აზრით, ევროკავშირი თვალს დახუჭავს ამის გამო ზოგი ქმედებაზე.
  2. არსებობს ასეთი შესაძლებლობა, რომ ევროკავშირმა ტრანზიტის გამო გვერდზე გადადოს ადამიანის უფლებების დარღვევები და დემოკრატიის ეროზია“?

ასევე ნახეთ

ასე ევროკავშირში ნამდვილად ვერ შეხვალთ - გერმანიის ელჩი კალაძისა და კობახიძის წერილებზე

„პასუხია - არა“

პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა არ სჯერა, რომ ისინი თვალს დახუჭავენ.

„გერმანია ამას ნამდვილად არ გააკეთებს. ადამიანის უფლებები არსებითია. ჩვენ, ისევე როგორც საქართველო, შებოჭილი ვართ საერთაშორისო შეთანხმებებით“, - თქვა მან.

ასევე ნახეთ

დემოკრატიული უკუსვლა, „ტრამპის მარშრუტის“ მიღმა - რა თქვეს „ჰელსინკის კომისიაში“ საქართველოზე

პასუხია – არა. ტრანზიტი და კავშირები მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ გერმანიამ ღირებულებები რამდენიმე კილომეტრ ავტომაგისტრალზე ან რამდენიმე კონტეინერის გადაზიდვაზე გაცვალოს“, - განაცხადა ელჩმა.

ელჩ ფიშერს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 2025 წლის ივნისში ნათქვამი აქვს: „„შუა დერეფანი“ კონცეფციაა. ეს რეალობა არ არის. ის მოითხოვს დიდ შრომას, დიდ ინვესტიციას, ბევრ დაგეგმვას, ბევრ დროს“.

ასევე ნახეთ

პეტერ ფიშერი: დიახ, საქართველო ჩამოშორდა "ტრიოს"

შუა დერეფანი

„შუა დერეფანზე“, - მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან ალტერნატიული გზით აკავშირებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით, - „ქართული ოცნების“ მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს.

ასევე ნახეთ

„ჩინეთთან დაახლოების ინტერესი შუა დერეფანსა და ანაკლიის პორტზე გადის“ - მოსმენა პარლამენტში

ასევე ნახეთ

„ეს თითქმის იმპერიული ამბიციაა“ - რა აინტერესებს ჩინეთს საქართველოში | ინტერვიუ

2025 წელს სომხეთ-აზერბაიჯანი-აშშ-ის 8 აგვისტოს შეთანხმებისა და „ტრამპის მარშრუტის“ ინიციირების შემდეგ დისკუსიების ფონზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ნახეთ

ალტერნატიული დერეფანი ჩვენი ფუნქციის შემავსებელი იქნება - კობახიძე ალიევის განცხადებაზე

2026 წლის 20 მაისს ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც საქართველოს გარეშე სომხეთის ევროინტეგრაციაზე საუბარი წარმოუდგენელია.

„ამას რა განცხადება მოჰყვა ერთ-ერთი ევროპელი მაღალჩინოსნის მხრიდან, ესეც გახსოვთ. მან თქვა, რომ სომხეთი არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს შუა აზიას ევროპასთან. როგორც ჩანს, ეკონომიკურ სტაგნაციასთან და სხვა სიკეთეებთან ერთად, გეოგრაფიის გაკვეთილებშიც მაინც და მაინც ძლიერად არ აქვთ საქმე ევროპელ ბიუროკრატებს“, - განაცხადა კობახიძემ.

იგი გულისხმობდა ევროპული კომისიის პრეზიდენტზე, ურზულა ფონ დერ ლაიენზე, რომელმაც ერევანში სომხეთ-ევროკავშირის სამიტისას 2026 წლის 5 მაისს განაცხადა, რომ ცენტრალუზი აზიიდან და კასპიის ზღვიდან ევროპამდე უმოკლესი გზა სომხეთზე გადის, თუმცა ეს გზა ომის გამო ჩაკეტილია.

„თქვენ ახლა ამას ცვლით... შედეგად, სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონული ჰაბი ახალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ახალი დერეფანი და საქართველო - რა თქვეს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა