რუსულმა Astoria Grande-მ ბათუმი მარშრუტიდან ამოიღო

Astoria Grande

რუსული Astoria Grande, რომლის საქართველოში გამოჩენასაც 2023 წელს პროტესტი მოჰყვა, ბათუმში წელსაც აღარ ჩამოიყვანს დამსვენებელს. კრუიზის განახლებულ განრიგში საქართველო აღარ არის.

ბათუმის ნაცვლად Astoria Grande თურქეთში, სტამბოლში, შემდეგ კი ამასრაში გაჩერდება. ამის შემდეგ საკრუიზო გემი კვლავ სოჭში დაბრუნდება.

ჯერ კიდევ 19 მაისის მონაცემებით, გემი ბათუმის პორტშიც უნდა გაჩერებულიყო. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

ასევე ნახეთ

"საყვარელი საქართველო" - რუსული Astoria Grande ბათუმისკენ იწევს, თბილისი ინფორმაციას უარყოფს

Astoria Grande საქართველოში

2023 წელს საკრუიზო გემი ორჯერ ჩავიდა ბათუმში - 27 და 31 ივლისს - სადაც მას ხმაურიანი საპროტესტო აქციებით დახვდნენ.

27 ივლისს, Astoria Grande-მ საქართველოში რამდენიმე ასეული რუსი ტურისტი ჩამოიყვანა. სტუმრები შეურაცხმყოფელი, ანტიქართული კომენტარებით გამოირჩეოდნენ; იყო შეურაცხმყოფელ ჟესტებიც - პირდაპირ გემბანიდან.

27 ივლისს ბათუმის პორტიდან საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. გემმა ბათუმი დროზე ადრე დატოვა.

ასევე ნახეთ

ჰქონდა თუ არა აზრი? - ბათუმური პროტესტი ზღვით შემოსული რუსი მგზავრების წინააღმდეგ

2023 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, გემის მგზავრები ნავსადგურის ტერიტორიიდან ავტობუსითა და სამარშრუტო ტაქსებით გამოიყვანეს - იქ შეკრებილთა უკმაყოფილო შეძახილებისა და კვერცხების, ბოთლების სროლის ფონზე.

ასევე ნახეთ

სავარაუდოდ, პოლიციის კორდონის გავლით დატოვეს ბათუმის ნავსადგური Astoria Grande-ს მგზავრებმა

საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა, მათ შორის, უკრაინის ორი მოქალაქე.

ასევე ნახეთ

ბათუმში დაკავებულ 23 ადამიანს შორის ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქეა

ასევე ნახეთ

"უკვე მეტისმეტი იყო" - რამ გააბრაზა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები