აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს ეწვია

მისი თვითმფრინავი 15:40 საათისთვის დაეშვა ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში.

2026 წლის 26 მაისს სომხეთის დედაქალაქ ერევანს ეწვია შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. ის ერევანში მეუღლესთან ერთად ჩავიდა.

მისი თვითმფრინავი 15:40 საათისთვის დაეშვა ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში.

მას აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი დახვდა.

მარკო რუბიო სომხეთში გაფრინდა ინდოეთიდან, სადაც მოლაპარაკებები გამართა ინდოეთი-აშშ-ის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

მარკო რუბიოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა 25 მაისს.

ასევე ნახეთ

თბილისს ეწვია ამერიკული დელეგაცია, ერევანს ეწვევა მარკო რუბიო

რუბიო-მირზოიანის შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.

ასევე ნახეთ

დრონები, ჩიპები, გემები, სამუშაო ადგილები სომხეთსა და აზერბაიჯანში - როგორ ხვდება "ამერიკის დაბრუნებას" რეგიონში საქართველო

20226 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში 3-დღიანი ტურნე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.

ბაქომ და ერევანმა ეკონომიკური შეთანხმებები, პოლიტიკური მხარდაჭერა და მიღწეული მშვიდობის განმტკიცების პირობა მიიღეს.

ვენსმა და ფაშინიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.

ამავე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.

ასევე ნახეთ

საქართველო ირანის "დიპლომატიურ ალიყურს", აშშ-ს "ღვინის თასსა და ხმალს" შორის - ინტერვიუ ჯოზეფ ეპსტინთან