„ამერიკის შეერთბულმა შტატებმა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა, ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, - არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა, ხომ? არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა“, - განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 28 მაისს.
მისი თქმით, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა იმიტომ შეაჩერა აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ, რომ „იყო უსამართლობა“:
„იმიტომ გაწყდა [სტრატეგიული პარტნიორობა], რომ არ ჩავერთეთ ომში და არ გავხსენით მეორე ფრონტი“, - გაიმეორა მან.
რეპლიკაზე, რომ „[უფლებების შემზღუდავი] კანონები იყო პრობლემა“, კობახიძემ უპასუხა: „არა, არა. ჩვენზე უკეთესი კანონებია ჩვენზე უკეთეს ქვეყნებში, თუ რაშია საქმე?“
„ხომ ხედავთ, აბსოლუტურად უსუსურია ეს არგუმენტები. როდესაც გვეუბნებიან, რომ მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ„ორმაგი სტანდარტი სამწუხარო იქნება“
„აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
იგი ჟურნალისტებს ესაუბრებოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტზე - ამერიკელი მაღალჩინოსნები შეხვდნენ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს და არაერთ საკითხზე ესაუბრნენ.
ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, თუ რა პასუხი ჰქონდათ მას და მის გუნდს ამერიკელ სტუმრებთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კანონებსა და „პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე“.
„გულწრფელად ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან... რაც გაფუჭდა უსამართლობით, ის შეიძლება გამოსწორდეს მხოლოდ სამართლიანი ურთიერთდამოკიდებულებით“, - თქვა მან.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა „სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებისთვის“.
ასევე ნახეთ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მარკო რუბიო მეზობელ სომხეთში- 2026 წლის 26 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სომხეთში ერთსაათიანი ვიზიტისას, აეროპორტში ხელი მოეწერა აშშ-სა და სომხეთის რესპუბლიკას შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის“ განახლებას.
- ხოლო აშშ-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის ქარტია გაფორმდა 2026 წლის 10 თებერვალს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ვიზიტისას. ვენსი ერევანშიც იმყოფებოდა; არ ყოფილა თბილისში.
- საქართველო სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეჩერებული აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.
ასევე ნახეთ
თბილისს ეწვია ამერიკული დელეგაცია, ერევანს ეწვევა მარკო რუბიოამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ქარტიის მოქმედება ვაშინგტონმა 2024 წლის ნოემბრის მიწურულს შეაჩერა - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს;
თუმცა საკითხი დღემდე არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ გადაუსინჯავს.
სტატუს-კვო შენარჩუნებულია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების კუთხითაც.
აშშ-ს ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის.