როგორც 29 მაისს გამოქვეყნებულ დადგენილებაშია ნათქვამი, დაწესებულება უნდა ეძღვნებოდეს „პრეზიდენტ კენედის და მხოლოდ პრეზიდენტ კენედის“.
მოსამართლემ თავისი განაჩენი დაასაბუთა იმით, რომ ცენტრს სახელწოდება მიანიჭა აშშ-ის კონგრესმა და „მხოლოდ კონგრესს შეუძლია მისთვის სახელის შეცვლა“.
სასამართლომ დაადგინა, რომ კენედის ცენტრის ფასადიდან მოიხსნას დონალდ რამპის სახელი, რომელიც მას 2025 წლის დეკემბერში დაამატეს.
გარდა ამისა, როგორც Deutsche Welle იტყობინება, მოსამართლე კუპერმა გააუქმა ცენტრის მეურვეთა ახალი საბჭოს გადაწყვეტილება, დაწესებულება ორი წლით დაიკეტოს სარემონტოდ. მოსამართლის თქმით, რემონტის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ცენტრის მმართველობასთან კონსულტაციის შემდეგ.
დონალდ ტრამპმა 2025 წლის დეკემბერში დაითხოვა ცენტრის მეურვეთა ყოფილი საბჭო და მისი ახალი შემადგენლობა დანიშნა. მოგვიანებით მეურვეთა ახალმა საბჭომ ტრამპი აირჩია თავის თავმჯდომარედ და კენჭისყრით მხარი დაუჭირა ცენტრისთვის მისი სახელის დამატებას. ამ გადაწყვეტილებით, ცენტრის სახელწოდება უნდა ყოფილიყო „დონალდ ჯ. ტრამპისა და ჯონ ფ. კენედის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი“.