საგარეო საქმეთა მინისტრი: საფრანგეთი ლიბანთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს “საგანგებო სხდომის“ მოწვევას ითხოვს

(საილუსტრაციო ფოტო)

საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა მას შემდეგ, რაც ისრაელის ძალებმა ლიბანში შუა საუკუნეების ბოფორის ციხესიმაგრე დაიკავეს, განაცხადა 31 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ ისრაელის, ისევე როგორც ყველა ქვეყნის თავდაცვის უფლებას... ვერაფერი გაამართლებს ისრაელის სამხედრო ოპერაციების გაგრძელებას ლიბანში და მის მიერ ლიბანის ტერიტორიის უფრო ღრმა ოკუპაციას“, - განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ BFMTV-ის ეთერში.

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ მან ბრძანა ჯარების ლიბანში უფრო ღრმად შეყვანა ჰეზბოლა წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ექვს კვირაზე მეტი ხნის წინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა.

ლიბანში ისრაელმა საომარი მოქმედება დაიწყო ჰეზბოლას (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულად შერაცხილი) წინააღმდეგ მას მერე, რაც ირანის ომის დაწყების საპასუხოდ 2 მარტიდან ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გასროლა დაიწყო თავისი მოკავშირე ირანის მხარდასაჭერად.

1.2 მილიონზე მეტი ლიბანელი გახდა იძულებული საცხოვრებელი დაეტოვებინა.

ლიბანის მთავრობის ცნობით, შეჭრამ 3370-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ისრაელის თქმით, იმავე პერიოდში მისი 24 ჯარისკაცი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ისრაელის ჯარებმა 900 წლის ბოფორის ციხე და სამხრეთ ლიბანში სტრატეგიული ქედი დაიკავეს 31 მაისს დაიკავეს.

ასევე ნახეთ

ისრაელის ჯარებმა ჰეზბოლასთან ბრძოლაში სამხრეთ ლიბანში ბოფორის ციხესიმაგრე აიღეს