ფაშინიანმა დახმარება აღუთქვა კომპანიებს, რომლებიც რუსეთის სანქციებით დაზარალდება

ნიკოლ ფაშინიანი. თბილისი, 4 მარტი, 2026.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ დაეხმარება რუსეთის მიერ ბოლო დროს დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებულ ადგილობრივ კომპანიებს. მან ეს განცხადება გეღარქუნიქის ოლქის სოფელ ლჭაშენის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. მისი სიტყვები Armenpress-ს მოჰყავს.

„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერები წარმოიქმნება, ჩვენ განვახორციელებთ დახმარების პროგრამებს, განვახორციელებთ სუბსიდირების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენი ეკონომიკა არ დაზარალდეს“, თქვა მან და განმარტა, რომ ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც ბარიერები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან.

7 ივნისს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებამდე და ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს სომხეთის მთავრობაზე. კერძოდ, აკრძალვა დაწესდა რუსეთში ყვავილების, პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილის, მარწყვის, ალუბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ვაშლატამასა და ყურძნის ექსპორტზე. შეზღუდვები ასევე დაწესდა სომხეთიდან თევზისა და თევზის პროდუქტების, ასევე ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე.

ასევე ნახეთ

ფაშინიანის პარტია და პრორუსი კონკურენტები - ერთი კვირა არჩევნებამდე