მოკლედ
- ისრაელის გამოცემა Israel Hayom აქვეყნებს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ყოფილი მრჩევლის, არიელ ბოლშტეინის ვრცელ სტატიას საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ - სტატია დიდწილად ამერიკული ჰადსონის ინსტიტუტის ამავე თემაზე მომზადებულ კვლევას ეყრდნობა.
- იურისტი და პოლიტიკური მიმომხილველი არიელ ბოლშტეინი 2019 წელს დაინიშნა ნეთანიაჰუს მრჩევლად ემიგრაციის საკითხებში.
- საქართველოზე ის წერს, "ებრაელების საყვარელ ადგილას ირანი ახალ ფილიალს ხსნის" და პარალელს ავლებს ლიბანთან, იემენთან და ერაყთან", სადაც ასევე გავლენის მძლავრი ინფრასტრუქტურა შექმნა "აიათოლას რეჟიმმა."
ის თვლის, რომ თუკი "ქართულ ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციისთვის სერიოზული გზავნილების გაგზავნა სურს, უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯები ირანული ქსელის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო და რელიგიურ ორგანიზაციებს, ისე საქველმოქმედო ფონდებს და ბიზნესკომპანიებს.
"ჩვენ უნდა ვნახოთ არა რაიმე სიმბოლური ნაბიჯი, არამედ მათი რეალური და სრული დემონტაჟი, რადგან პროირანული ქსელების არსებობა არც ამერიკის ინტერესებს ემსახურება და არც საქართველოსას", - ამბობს მკვლევარი და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მათი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ "ირანელი აგენტების მიმართ მკაცრი რეაგირების ნაცვლად", ანგარიშის ავტორებზე გაბრაზდნენ.
სტატიაში ირანის გავლენის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად განხილულია ირანული ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალები.
ასევე ნახეთ
“სიყვარულის მახვილი” - რას აკეთებს ირანული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი საქართველოში?იქვე ნახსენებია რადიო თავისუფლების მასალა, რომლის გმირიც, ანონიმი ახალგაზრდა კაცი ჰყვებოდა თავის გამოცდილებას, როგორ შესთავაზეს ირანში პილიგრიმად წასულს ხამენეის დავალებების შესრულება და ირანის სასარგებლოდ მუშაობა. სტატიაშივეა ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც უვიზოდ გადაადგილება შეუძლიათ ევროპის ქვეყნებში, იქ კი, სადაც ვიზა სჭირდებათ, უფრო ადვილად იღებენ, ვიდრე ირანის სხვა მოკავშირე ქვეყნების მოქალაქეები, განსაკუთრებით საინტერესონი არიან გუშაგთა კორპუსის დავალებების შესასრულებლად.
ასევე ნახეთ
“მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოშისტატიაში ნათქვამია, რომ ისრაელმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად უნდა გასწიოს ძალისხმევა საქართველოში ირანის გავლენის შესასუსტებლად.
ასევე ნახეთ
ამერიკის ყოფილი მოკავშირე ირანის ორბიტისკენ მიიწევს - WP საქართველოზე სარედაქციო წერილს აქვეყნებსსაქართველოს ხელისუფლება ირანის გავლენებზე საუბარს სახელმწიფო ინტერესების ღალატად მიიჩნევს - ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, როგორც ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, გიორგი კანდელაკი, ასევე ის ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომლებიც ირანის თემაზე საჯაროდ საუბრობდნენ, სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.