სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ხმა მისცა 1.224.957 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 48,92%-ს შეადგენს.
2021 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამავე დროისთვის ხმა ჰქონდა მიცემული ამომრჩევლის 38,17%-ს.
7 ივნისს სომხეთში პარლამენტის არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობს 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 485 851 მოქალაქეს.
ასევე ნახეთ
„არჩევნები სამორინე არ არის, ეს პოლიტიკური ბრძოლაა“ — არაიკ არუთინიანი დაკავებებსა და ჩხრეკებზეარჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:
- „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
- ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
- ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
- „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
- „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
- „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.
ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.