ზელენსკიმ ლონდონს შესთავაზა აბრამოვიჩის ფული უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის გამოიყენონ

რომან აბრამოვიჩი (საარქივო ფოტო)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის მთავრობას შესთავაზა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გასაძლიერებლად გამოიყენონ 2,4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, რომელიც რუსმა მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა მიიღო ინგლისური საფეხბურთო კლუბის, „ჩელსის“ გაყიდვის შედეგად.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ ეს საკითხი პრემიერ-მინისტრ სტარმერთან განიხილა. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 7 ივნისს, ლონდონში შეხვდა.

ზელენსკის თანახმად, ეს „რთული მომენტია“, განხილვა გრძელდება და სტარმერმა უთხრა, რომ ყველა ძალისხმევას მიმართავს.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ დაადასტურა აბრამოვიჩთან შეხვედრა

უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა პრეზიდენტ პუტინთან კავშირების გამო.

ამასთან, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ აბრამოვიჩს მისცა „ჩელსის“ გაყიდვის უფლება. პირობა იყო, რომ თანხა გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უკრაინაში ომით დაზარალებულებს ეხმარებიან.

აბრამოვიჩის მიერ „ჩელსის“ გაყიდვით მიღებული 2.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი განთავდა სპეციალურ საბანკო ანგარიშზე, რომელიც გაიყინა უკრაინაში დაზარალებულთათვის გამოყენების მიზნით, თუმცა ეს საკითხი იურიდიული დავის საგნად რჩება. აბრამოვიჩმა უარი თქვა ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტზე და სანაცვლოდ მოითხოვა მისი სხვა დაბლოკილი აქტივების გათავისუფლება.

ასევე ნახეთ

“რუსების უმრავლესობისთვის მე მოღალატე ვარ” - ანდრეი ვოლნა


ასევე ნახეთ

ზებრას შეფერილობის სატვირთო მანქანები: რატომ იყენებს რუსეთი „კაშკაშა შენიღბვას“ უკრაინაში