ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა 75 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციების საწყისი საჯარო შეთავაზება (IPO) განახორციელა. IPO-ს ფარგლებში ბირჟაზე გაიტანეს 555,6 მილიონი ჩვეულებრივი აქცია თითო 135 დოლარად.
IPO-ს შემდეგ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 1,77 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
Reuters-ის ცნობით, SpaceX-ის IPO უდიდესია მსოფლიო ისტორიაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა საუდის არაბეთის ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს, რომელიც 2019 წელს გავიდა ბირჟაზე.
SpaceX-ის აქციებით ვაჭრობა პარასკევს, 12 ივნისს, დაიწყება Nasdaq-ის ბირჟაზე.