Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი დაიბრუნა რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ - Bloomberg

Starlink-ის სატელიტური თეფში(საილუსტრაციო ფოტო)
Starlink-ის სატელიტური თეფში(საილუსტრაციო ფოტო)

უკრაინის ჯარებმა 2026 წლის დასაწყისიდან კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნეს რუსეთის მიერ დაპყრობილი დაახლოებით 400კმ² ტერიტორია მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარებისთვის მიუწვდომელი გახდა ამერიკული კომპანია SpaceX-ის პორტატიული ინტერნეტ-ტერმინალები Starlink. ეს 21 მაისს სააგენტო Bloomberg-მა დაწერა აშშ-ის სამხედრო დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით.

  • რუსეთის ჯარები სატელიტური ინტერნეტის ქსელ Starlink-ს უპილოტო საფრენი აპარატების მოძრაობის კოორდინირებისა და დარტყმებისთვის იყენებდნენ. Starlink-ით აქტიურად სარგებლობს უკრაინის არმია.

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა რუსეთის ჯარებს Starlink-ის ტერმინალებზე წვდომის შესაძლებლობა შეუზღუდა, თუმცა რუსეთი მაინც ახერხებდა ტერმინალების მესამე ქვეყნებში შეძენას. უკრაინამ SpaceX-თან თანამშრომლობით მიმართა ზომებს რუსი სამხედროებისთვის Starlink-ის დასაბლოკად.

2026 წლის თებერვლის დასაწყისში უკრაინის მთავრობამ გამოსცა ბრძანებულება Starlink-ის ტერმინალების ე.წ. თეთრი სიის შესახებ. ამ დოკუმენტის საფუძველზე უკრაინაში მუშაობენ მხოლოდ შემოწმებული და ოფიციალურად დარეგისტრირებული ტერმინალები, სხვები კი გათიშულია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 21 მაისს კიევში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებისთვის Starlink-ის გათიშვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მათი წინსვლის შესანელებლად.

მინისტრის ინფორმაციით, რუსეთმა Starlink-ის სრულფასოვანი შემცვლელი ვერ მოძებნა, რაც უკრაინის არმიას ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან უპირატესობას აძლევს.








ფორუმი

XS
SM
MD
LG