ლიბანის თანახმად, ამ იერიშის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი იქნა მოკლული.
აშშ-თან მოლაპარაკებებზე ისლამური რესპუბლიკის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ისრაელის აგრესია ადასტურებს, რომ „აშშ-ს ან ნება, ან უნარი არ გააჩნია ვალდებულებების შესასრულებლად“.
ირანის წარმომადგენლის თანახმად, „ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ მიცემით დათმობების მიღება შეუძლებელია“. „კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის ფორმულა მოძველებულია. თუ შესრულების ნება და უნარი არ გაქვს, ამ გზით სიარული შეუძლებელია,“ წერს ყალიბაფი.
14 ივნისს ისრაელის სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა შერაცხილი მისი სამხედრო ფრთა) სამიზნეები დაბომბეს, ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში.
მათი განცხადების თანახმად, თავდასხმა ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.
ირანი აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმებაში ირანი ლიბანში ისრაელის აგრესიის შეჩერებას ერთ-ერთ პირობად თვლის.