აშშ და ირანი კატარისა და პაკისტანის შუამავლობით შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში ინციდენტებისა და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კავშირის არხის შექმნაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სავაჭრო გემების უსაფრთხო გადაადგილება.
საშუამავლო პროცესზე მეთვალყურეობის მიზნით შექმნილმა მაღალი დონის კომიტეტმა შეათანხმა „საგზაო რუკა“ 60 დღის განმავლობაში საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
შვეიცარიაში, ლუცერნის ტბასთან მდებარე კურორტ ბიურგენშტოკის საკონფერენციო ცენტრში 21 ივნისს გამართული მოლაპარაკების ამ შედეგების შესახებ 22 ივნისს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს შუამავალმა კატარმა და პაკისტანმა.
ასევე ნახეთ
შვეიცარიაში დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების პირველი რაუნდიასევე ნახეთ
ირანმა კვლავ გამოაცხადა, რომ დაიხურა ჰორმუზის სრუტეშუამავლების შეფასებით, მიღწეულია დამაიმედებელი პროგრესი და შექმნილია მექანიზმი შემდგომი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის.
აშშ-ის და ირანის პრეზიდენტების მიერ 17 ივნისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაღალი დონის კომიტეტი პოლიტიკურ ზედამხედველობას გაუწევს საშუამავლო პროცესს. მთავარი მომლაპარაკებლები კომიტეტს რეგულარულად წარუდგენენ ანგარიშებს და უხელმძღვანელებენ ჯგუფებს, რომლებიც ბირთვული უსაფრთხოების, სანქციების და დავების გადაწყვეტის საკითხებზე იმუშავებენ.
შეიქმნება კიდევ ერთი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ, ლიბანში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად.
ყველა საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები ბიურგენშტოკში ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
შუამავალმა კატარმა და პაკისტანმა აშშ-ს და ირანს მადლობა გადაუხადეს დიპლომატიისა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისადმი ერთგულებისთვის და მეგობარ ქვეყნებს - მოლაპარაკებების მხარდაჭერისა და პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
- 17 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების და ირანის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და მასუდ ფეზეშქიანმა ცალ-ცალკე მოაწერეს ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს მშვიდობის მისაღწევად.
- რამდენიმე საათით ადრე თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს გააცნეს 14-პუნქტიანი დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების დასრულებას, მათ შორის ლიბანში, ჰორმუზის სრუტის გახსნას, აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადის შეწყვეტას და სამხედრო ძალების გაყვანას, ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმებას და ირანის რეკონსტრუქციის ფონდის შექმნას.
- რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, რომლის შექმნის საფრთხეც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაასახელეს ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მიზეზად, შეთანხმების მიხედვით, ირანმა არასდროს არ უნდა შექმნას ან შეიძინოს ბირთვული იარაღი და მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ირანის გამდიდრებული ურანის ლიკვიდაციის მიზნით.
ასევე ნახეთ
საიდან დავიწყეთ და სად ვართ ახლა - ირანის შეთანხმება- შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს.
- საბრძოლო მოქმედებები განახლდა ისრაელსა და ლიბანში ირანის მხარდამჭერ ჰეზბოლას შორისაც.
- ირანმა აშშ-ისრაელის ოპერაციას უპასუხა დარტყმებით ისრაელზე და რეგიონში აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებზე და მსოფლიო ბაზრებისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა, რამაც საწვავის მიწოდების პრობლემა და გაძვირება გამოიწვია.
- თავის მხრივ, აშშ-მა დაბლოკა ირანის პორტები.
- საომარმა მოქმედებებმა დიდი მსხვერპლი გამოიწვია ირანის და ლიბანის სამოქალაქო მოსახლეობაში. ესკალაციას მსხვერპლი მოჰყვა ისრაელსა და აშშ-ის მოკავშირე სხვა ქვეყნებშიც.
- 2026 წლის 7 აპრილიდან აშშ-ისრაელსა და ირანს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების მიზნით.
- 14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს პაკისტანის და სხვა შუამავლების მონაწილეობით.