სადავო პარლამენტმა საავტომობილო გზებზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმების შეამცირა.
- გზაზე დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის (არაუმეტეს 30) ჯარიმა 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი გახდება;
- უფრო მაღალი სიჩქარით სიარულისთვის მძღოლი 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება;
- სიჩქარის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა კვლავ 400 ლარი იქნება;
- თუ სიჩქარის გადაჭარბების გამო ავარია მოხდა - ჯარიმა 400 ლარი იქნება.
კანონპროექტი ამოქმედდება "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნებისთანავე.
ის რეგულაციები, რომლებიც ბოლო პერიოდში მოქმედებდა, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე თვის წინ მიიღო - წესები კი 1 მაისიდან ამოქმედდა.