Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლებისთვის ჯარიმები გაიზარდა

შსს ამას „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის“ საჭიროებით ხსნის.
შსს ამას „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის“ საჭიროებით ხსნის.

დღეიდან, 1 მაისიდან ამოქმედდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობები იზრდება. შსს ამას „საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის“ საჭიროებით ხსნის.

მანევრირების დარღვევა - გაიზარდა 100 ლარამდე, დამატებით მძღოლს 20 ქულას ჩამოაკლებენ;

სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებისთვის ჯარიმა გაორმაგდა (50-დან 100 ლარამდე);

  • ღვედის არგამოყენება 50 ლარამდე, დამატებით 10 ქულა;
  • ტელეფონზე საუბრისთვის - 50-ლარი;
  • თბილისის მსგავსად, დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე;
  • იმავე ქალაქებში ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება - 100 ლარი;
  • დრიფტი დაზიანებით - 500-ლარიანი ჯარიმა, დამატებით 6 თვით მართვის მოწმობის შეჩერება;
  • ტროტუარზე ავტომობილით გადაადგილება - 200 ლარით;
  • BUS LANE-ზე მოძრაობა - 100 ლარიანი ჯარიმა და 15 ქულა;
  • საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა - 200 ლარიანი ჯარიმა.

ბოლო წლებში საქართველოში საგზაო მოძრაობის დარღვევებისთვის ჯარიმები რამდენჯერმე გაიზარდა.

  • ბოლო 10 წელიწადში, 2015-2025 წლებში, საქართველოს გზებზე ავარიებისას 5 324 ადამიანი მოკვდა.
  • მხოლოდ 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანი ემსხვერპლა - მათგან 28 ბავშვი და 164 ქვეითი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG