კიშინიოვის N24-თან მდებარე სკვერში ბოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტში დასრულდა.
„ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯა“, - წერდა გამგეობა სოციალურ ქსელში.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ კონსტრუქცია „ყველა სტანდარტის დაცვით“ იყო განთავსებული. მუნიციპალიტეტი სხვა მოზარდების პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:
„ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა“.
22 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობის მუხლით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო სივრცეში, დედაქალაქში განთავსებულ პარკებში ბავშვები მძიმე დაზიანებებს იღებენ:
- 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების მეორე დღეს, შადრევანში ჩასულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა. ის მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა;
- 2025 წლის 31 იანვარს „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 16 წლის ბიჭი დაიხრჩო.