ფაშინიანის ყველა მხარდამჭერს რუსეთში შემოსვლა უნდა აეკრძალოს - მარგარიტა სიმონიანი

ფოტოზე: მარგარიტა სიმონიანი, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიის, RT-ს მთავარი რედაქტორი ვლადიმირ პუტინთან ერთად

კრემლის პროპაგანდის გამავრცელებელი ტელეკომპანიის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერები რუსეთის ფედერაციაში არ უნდა შეუშვან.

„ყველა სომეხს, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშინიანს, უნდა აეკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. სამუდამოდ“, - განაცხადა მან „რასია 1-ის“ ეთერში.

„იმიტომ, რომ თუკი მხარს უჭერს ფაშინიანს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსოფობიას. თუ მხარს უჭერთ რუსოფობიას, ესე იგი, გძულთ რუსეთი. ესე იგი, დაგავიწყდათ გრიბოედოვი“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ლავროვი: უცნაურია საუბარი სომხეთისკენ ჩრდილოეთიდან მომავალ საფრთხეებზე

„როგორც წმინდა სისხლის სომეხი, გამოვდივარ მოწოდებით, რომ ფაშინიანის მომხრეებს, - ანუ რუსეთის მოძულეებს, უმადურ ქმნილებებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს - სამუდამოდ აეკრძალოთ შემოსვლა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რუსეთში“, - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.

  • სომხეთმა 2022 წლის ბოლოდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
  • მარგარიტა სიმონიანმა, ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას, 2023 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრს უწოდა „გადაჯიშებული“, „სომეხი ხალხის მოღალატე“, რომელსაც „სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს“.

ასევე ნახეთ

მოსკოვი კვლავ მწვავედ აკრიტიკებს დასავლეთის ჩართულობას სომხეთში
  • 2026 წლის 12 იანვარს კი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს.
  • ბოლო პერიოდში რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია - სომხეთის მიერ საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისკენ ინტეგრაციის ღია სურვილის გაჩენის შემდეგ.

ასევე ნახეთ

კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

ასევე ნახეთ

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ სიმონიანს და გაბრელიანოვს სომხეთში შესვლა ეკრძალებათ