„ახლა მოძრაობა აცხადებს გარდამავალ პერიოდს. ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ შიდაპარტიული რეფორმებისთვის“, - დაწერა სააკაშვილმა 8 ივლისს და განმარტა, რომ მისი შეთავაზებაა, შეიქმნას „რეფორმატორთა საბჭო“.
საბჭო, მისი თქმით, „პრაქტიკულად ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით“.
„ჩემთვის პირადად ეს ურთულესი პერიოდია. ციხეში ყოფნამ მე ამ ხალხთან, საზოგადოებასთან პირდაპირ ურთიერთობაში ხელი ძალიან შემიშალა. ამ წლების მანძილზე უამრავი ახალი, მაგარი ლიდერი გამოჩნდა, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ პირადად არ ვიცნობ.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი. საბჭოსთან ერთად, სწორედ ის იქნება ჩემი მთავარი კავშირი ამ ხალხთან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ასევე ნახეთ
სააკაშვილი: ლევანს ინგლისურს უწუნებდნენ, მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცესამავდროულად, იგი ამბობს, რომ პარტია „ძალიან ფრთხილად უნდა“ იყოს, „რათა რეჟიმს არ მივცეთ რაიმე დამატებითი, ფორმალური საბაბი ჩვენს გასაუქმებლად“, რის გამოც თვის ბოლოს ყრილობას აანონსებს:
„ივლისის ბოლოს ჩაინიშნება ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს. დიქტატურის ჩარევის პირობებში, ერთადერთი, ვისი ფორმალური თანამდებობაც სოლიდარობის ნიშნად უნდა შევინარჩუნოთ, სანამ ის ციხეშია არის ჩვენი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი“, - წერს იგი.
8 ივლისს ნაციონალური მოძრაობის პარტიული თანამდებობის პირებს ამოეწურათ წესდებით დადგენილი უფლებამოსილების ვადა. მათ შორისაა თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„ჩვენ უდიდესი მადლობა უნდა ვუთხრათ თითოეულ მათგანს, რადგან მათ ურთულეს პირობებში მოუწიათ მუშაობა“, - წერს სააკაშვილი. დღევანდელ პოსტში იგი თინა ბოკუჩავას არ ახსენებს.
„ჩვენი დაფინანსების მოდელიც მეტად დაიხვეწება და ჩვენს ხალხს მისცემს პირდაპირი ჩართულობის ბევრად გამარტივებულ საშუალებას“, - ამბობს სააკაშვილი.
რას ამბობს ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც პარტიას უერთდება, ამბობს, რომ „რეფორმების საბჭო“ პარტიისგან დამოუკიდებლად იქმნება, რათა „პარტიული სტრუქტურა არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის დაბრკოლება და რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა დისკუსიაში, განხილვაში“.
მისი თქმით, ეს იქნება „საქმიანი კოალიციის“ შექმნის მცდელობა.
„ამ პროცესში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ემიგრაციიდან. მაშინ როცა ქართულმა ოცნებამ საკუთარ ქვეყანაზე ყველა გადაწყვეტილების უფლება ჩამოართვა ემიგრაციას, ამ საბჭოში მათი ხმა უნდა ისმოდეს ძალიან მკაფიოდ.
მივიღებთ ახალ იდეებს, შენიშვნებს, წინადადებებს, როგორ ხედავვენ ბრძოლის ფრონტის გაშლას. ეს არ იქნება ურთიერთობის აქამდე აპრობირებული ფასადური ფორმატი. რეფორმების პროცესში ჩართული იქნება ყველა ინდივიდუალურად“, - წერს იგი.
იგი პირობას დებს, რომ „ყველაფერი იქნება საჯარო“: „გეგმის შინაარსი ყველასთვის იქნება ცნობილი რომ ჩართულობა შეიძლება მაქსიმალურად აქტიურ ფაზაში იყოს. ჩემი ხასიათით თუ ვიმსჯელებთ, ზუსტად იცით რომ ყველაფერი იქნება საჯარო და ღია ვარ დისკუსიისთვის. მოგისმენთ და თქვენთან ერთად შევქმნი თქვენთან ერთად დღის წესრიგს“.
ასევე ნახეთ
სააკაშვილი: ჩემი კანდიდატია ჟორჟოლიანიროგორ განვითარდა მოვლენები:
- "ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები სააკაშვილმა 10 ივნისს დააანონსა. მან დაწერა, რომ „ნანუკას [ჟორჟოლიანს] აქვს ჩემი სრული ნდობა და მანდატი ჩვენს მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლად“;
- 11 ივნისს ჟორჟოლიანმა თქვა, რომ მას სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარეობას სთავაზობდა, რასაც არ დათანხმდა - „თუ ჩვენ შევთანხმდებით მთავარ საკითხებზე, თანათავმჯდომარის თანამდებობა არის სრულიად საკმარისი, რომ მე ეს ცვლილებები განვახორციელო“;
- ბოკუჩავა ამბობს, რომ არ იზიარებს აზრს პარტიაში „ორხელისუფლებიანობასთან“ დაკავშირებით. მან 16 ივნისს პოლიტიკური ჭორაობა უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი ჟორჟოლიანს მის თანამდებობას სთავაზობდა;
ასევე ნახეთ
ბოკუჩავა ბოდიშს იხდის 2 წლის წინ ხაბეიშვილის გადადგომის არასწორი მიზეზის დასახელების გამო- 17 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ეწერა: „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს“;
- ამ განცხადების შეფასებისას, ბოკუჩავამ თქვა: „სიმართლე გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე სულ რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგამდე გზაში წავიკითხე, მოულოდნელი იყო. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ"...