ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო სამიზნეებს დაარტყა. თეირანი მოკლული ლიდერის დაკრძალვასთვის ემზადება. ჰორმუზში მიმოსვლა შეჩერებულია

ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა თითქმის შეჩერდა, რადგან გადაზიდვებისას რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ირანზე განახლებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ თეირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რეგიონში.

ირანის შეიარაღებულმა ძალებმა 9 ივლისს მეზობელ სპარსეთის ყურის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განახორციელეს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის სამხრეთ სანაპიროს და აღმოსავლეთ პროვინციებს დაარტყა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სამკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ირანის გეგმით, 9 ივლისს უნდა დაკრძალონ ამ ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც 28 თებერვალს, ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ალი ხამენეის ასაფლავებენ ქვეყნის უწმინდეს სალოცავში, მაშჰადში. ამით დასრულდება დასაფლავების რამდენიმე დღიანი ცერემონია. 28 თებერვალს, აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, ირანის საჰაერო ძალებმა ცაში აუშვეს „მიგ-29-ის“ ტიპის თვითმფრინავებს, რათა „დაკრძალვის მსვლელობისას საჰაერო სივრცე დაიცვან.“

Reuters-ს მოჰყავს მონაცემები წყაროებზე დაყრდნობით, რომ ხუთშაბათს ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა თითქმის შეჩერდა, რადგან გადაზიდვების რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მიერ ირანზე განახლებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ თეირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე რეგიონში.

აშშ-ის სამხედროებმა 8 ივლისს განაცხადეს, რომ ირანზე მათი ბოლო დარტყმები მიზნად ისახავდა ჰორმუზის სრუტის ღიად შენარჩუნებას, მას შემდეგ, რაც აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, ირანის ძალებმა ამ ტერიტორიაზე სამი ტანკერი დაბომბეს. თავდასხმა რამდენიმე საათის შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ირანთან დროებითი ცეცხლის შეწყვეტა „დასრულდა“.

სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის თავდასხმების შედეგად 8 და 9 ივლისს ხუთ პროვინციაში 14 ადამიანი დაიღუპა და 78 დაშავდა. “ფარსის” ცნობით, აშშ-ის ერთ-ერთი სამიზნე რუსეთთან და ჩინეთთან ვაჭრობისთვის საჭირო სარკინიგზო ხიდი იყო.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "მეჰრის" ცნობით, ხუთშაბათს დილით რამდენიმე აფეთქება გაისმა ირანის ბუშერის პროვინციასა და ბანდარ აბასში, ირანის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო ქალაქში.

ბუშერში რუსეთის მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური მდებარეობს და ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა მოგვიანებით სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ აშშ-ის ჭურვი ობიექტის პერიმეტრს მოხვდა. პერიმეტრს უკვე რამდენჯერმე დაარტყეს მიმდინარე კონფლიქტის დროს, 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტამდე.

აშშ-ის საჰაერო დარტყმები ასევე განხორციელდა ბუშერის პროვინციაში სამხედრო ობიექტსა და თევზსაჭერი გემების ნავსადგურზე, განაცხადა რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირანის არმიამ სახელმწიფო მედიის გზით გაავრცელა ცნობა, რომ ქუვეითში დრონებით დაარტყა Patriot-ის სისტემების ბაზას, კატარში ადრეული გაფრთხილების ობიექტს (სატელიტური ანტენა) და ბაჰრეინში აშშ-ის არმიის საწვავის საწყობს.

ქუვეითმა განაცხადა, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა თავის საჰაერო სივრცეში გადაიტაცეს ფრთოსანი რაკეტა, სამი ბალისტიკური რაკეტა და 10 დრონი და რომ ერთი ადამიანი დაშავდა ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ იორდანიაშიც გაისმა სირენების ხმა ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ირანიდან გაშვებული რაკეტები იორდანიის საჰაერო სივრცეში აღმოაჩინეს. რვა რაკეტა გადაიტაცეს, დაშავებულების ან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კატარმა, სადაც რეგიონში ყველაზე დიდი აშშ-ის სამხედრო ბაზაა მდებარეობს და რომელიც ხშირად შუამავლობდა ვაშინგტონსა და მის მოწინააღმდეგეებს, ასევე თეირანს, შორის, მხარეებს დიპლომატიის დაბრუნებისკენ მოუწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაყჩისთან სატელეფონო საუბრისას, კატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანიმ, ასევე დაგმო ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმები.

მიუხედავად იმისა, რომ ირანმა გემებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ იკისრა, ანალიტიკოსების თქმით, თეირანი ასეთ ქმედებებს მოლაპარაკებებში ბერკეტების მოსაპოვებლად იყენებს.

მას შემდეგ თეირანმა სრუტეზე ეფექტიანი კონტროლი დაამყარა.

„აშშ-მ ჯერ კიდევ ვერ ისწავლა, რომ დაშინებას და ვალდებულებების დარღვევა ძვირი ჯდება. მოდით, ნათლად ვიტყვი: თუ დარტყმას განახორციელებთ, საპასუხო დარტყმას მიიღებთ“, - დაწერა ირანის მთავარმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებებზე, მოჰამედ ბა ღერ ყალიბაფმა X-ზე.

„ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნება მხოლოდ ირანის შეთანხმებებით და არა აშშ-ს მუქარით“.

ჰორმუზის სრუტის გავლით მსოფლიო ბაზარზე ნავთობის დაახლოებით მეხუთედს გადიოდა 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ომის დაწყებამდე.

ასევე ნახეთ

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ერთმანეთის სამიზნეებს დაარტყეს - ვაშინგტონმა ირანის ნავთობზე სანქციების შეჩერება გააუქმა



აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ დაახლოებით 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სანაპირო სათვალთვალო აქტივებს, რაკეტებისა და დრონების საწყობებს, საზღვაო ობიექტებს და სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.

„ეს არის შურისძიება ირანის მიერ გემების გუშინდელი დაბომბვისთვის. თუ ეს კვლავ განმეორდება, ყველაფერი გაცილებით უარესად იქნება!“ - დაწერა ტრამპმა ოთხშაბათს თავის Truth Social პლატფორმაზე.

თუმცა, აშშ-ის ლიდერმა, რომელიც თურქეთში ნატოს სამიტზე იყო, ასევე თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ ბოლო სამხედრო დარტყმები ირანთან სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდებოდა. „ყველაფერი, რაც მოხდება, ძალიან სწრაფად დასრულდება... და მხოლოდ უფრო უსაფრთხოს გახდის მას, მათ შორის ნავთობს," - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ოთხშაბათს, ნატოს სამიტამდე, როდესაც ტრამპს ჰკითხეს, აღესრულა თუ არა ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი, მან უპასუხა: „ეს ძალიან საინტერესო კითხვაა. ჩემთვის, ვფიქრობ, რომ ის დასრულდა. არ მინდა მათთან ურთიერთობა“.
„თუ ირანთან შეთანხმებას დავდებთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის ძალაში დარჩება“, - თქვა მოგვიანებით ტრამპმა.


ორმხრივი თავდასხმები არის ყველაზე სერიოზული კრიზისი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებდა დაპირისპირების დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნას.
აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, მის მიერ განხორციელებული დარტყმები იყო პირდაპირი პასუხი ჰორმუზის სრუტეში მოძრავ სამ კომერციულ გემზე ირანის თავდასხმაზე.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან შეთანხმება „დასრულებულია“ დარტყმების განახლების შემდეგ