ჰორმუზის სრუტეში, ომანის ტერიტორიულ წყლებში თავდასხმა იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ორ ტანკერზე Mombasa და Al Bahiyah.
საამიროების თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს ტანკერებზე დარტყმა იყო ირანული ფრთოსანი რაკეტებით. დაიღუპა Mombasa-ს ეკიპაჟის ერთი წევრი, ინდოეთის მოქალაქე. დაიჭრა კიდევ რვა მეზღვაური. 6 ინდოეთის მოქალაქეა, 2 კი უკრაინის.
საამიროების თავდაცვის სამინისტრომ დაგმო ტანკერებზე „თავხედური“ თავდასხმა, რომელიც საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ საპასუხო ზომების მიღების უფლებას იტოვებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ტანკერებზე დარტყმა დაადასტურა. თეირანის თანახმად, გემები არ დაემორჩილნენ გაფრთხილებას, ნავიგაციის სისტემები გამორთეს და დანაღმული მარშრუტით გავლა სცადეს.
ტანკერებზე თავდასხმის შედეგად ინდოეთის მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების გამო ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩის მოადგილე.
ტანკერებზე ირანის სარაკეტო დარტყმა დაგმო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ. მან 14 ივლისს სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ კომერციულ გემებზე თავდასხმები საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, თავისუფალ ნაოსნობას და გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უკრაინის მოწოდებაა საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ჰორმუზის სრუტის გახსნა.
ასევე ნახეთ
ტრამპი აცხადებს, რომ განახლდა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა აშშ-ის მხრიდანშეერთებულმა შტატებმა ირანს ისევ დაარტყა
გასულ ღამით ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის სამხედრო ობიექტებზე. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის თანახმად, მიზანია კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის შესაძლებლობები, თავს დაესხას სამოქალაქო სატვირთო გემებს.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, შეერთებული შტატების მორიგ დარტყმას უპასუხეს შეტევით ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე იორდანიასა და ბაჰრეინში.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები 7 ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
- ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.
- 13 ივლისს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა განაახლა ჰორმუზის სრუტის ბლოკადა.
ასევე ნახეთ
ტრამპი: აშშ გააგრძელებს ირანთან მოლაპარაკებას, მაგრამ ზავი დასრულებულია13 ივლისს ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა მოიპოვა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ კონგრესის ლიდერებისთვის 10 ივლისს გაგზავნილი წერილი, რომლითაც ოფიციალურად აცნობა ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ. კერძოდ, ის, რომ 7 ივლისს ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ტერიტორიაზე სამიზნეებს თავდაცვის მიზნით დაარტყეს.
გამოცემა წერს, რომ ეს კვლავ ამწვავებს კონფლიქტს კონგრესსა და თეთრ სახლს შორის.
2026 წლის ივნისში კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა დოკუმენტს, რომელიც პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე უზღუდავს სამხედრო უფლებამოსილებას ირანთან მიმართებით.