აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აღადგენს ჰორმუზის სრუტის ბლოკადას - მას მერე, რაც აშშ-მა და ირანმა კვლავ გაცვალეს საჰაერო დარტყმები.
ტრამპმა მედიაკომპანია Fox News-ს 13 ივლისს უთხრა, რომ აშშ-მა შესაძლოა კონტროლი დაამყაროს სრუტეზე - რომელზეც მშვიდობიან დროს მოდიოდა მსოფლიოს ენერგომატარებლების გადაზიდვების დაახლოებით მეხუთედი.
შემდეგ ტრამპმა სოციალური მედიით დაწერა, რომ სრუტე "ღიაა და ღიად დარჩება, ირანის ან მის გარეშე".
"ამ მომენტიდან აშშ ცნობილი იქნება 'ჰორმუზის სრუტის მეურვედ', მაგრამ, როგორც ასეთი და როგორც სამართლიანობის საკითხი, ჩვენ ეს უნდა აგვინაზღაურონ, განაკვეთით 20% ყველა გადაზიდულ ტვირთზე, ნებისმიერი და ყველა ხარჯისთვის, რომელიც საჭიროა უშიშროებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოს ამ ძალიან მღელვარე მონაკვეთში", - წერს ტრამპი.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტრამპის მიერ ამ პოსტის გამოქვეყნებამდე აცხადებდა, რომ სრუტეზე რეგულარული მოძრაობის აღდგენისთვის ერთადერთი გზაა იქ აშშ-ის სამხედრო ინტერვენციის დასრულება.
უფრო მკაცრად ფორმულირებულ მომდევნო განცხადებაში ირანის არმიის ხელმძღვანელობა წერს, რომ აშშ არანაირ როლს არ თამაშობს არხის მომავლის განსაზღვრაში და ვაშინგტონთან თანამშრომლობაში მყოფ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მათ "დააწვებათ სრული პასუხისმგებლობა მთელ სახიფათო [ვითარებაზე] და რეგიონში ომის ესკალაციაზე".
ტრამპის განცხადებების ფონია აშშ-ის მხრიდან იერიშები სამხრეთ ირანში - რაც იყო პასუხი თეირანის თავდასხმაზე ჰორმუზის სრუტეში გამავალ ხომალდებზე. აშშ-ის დარტყმებს მოჰყვა ირანის თავდასხმები მეზობელ ქვეყნებზე სპარსეთის ყურეში.
ფორუმი