ყირიმში რუსეთის ოპერატიული შტაბი აცხადებს წყლის მიწოდების შეწყვეტაზეც, ალუშტის, სიმფეროპოლის, სუდაკისა და სხვა დასახლებულ პუნქტებში.
ღამით ანექსირებულ სევასტოპოლსაც შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება. რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ ეს იყო "იძულებითი ზომა", რათა არ გადაიტვირთოს ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქის გარეთ და არ მოხდეს ავარია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა მომხმარებელთა უმრავლესობას.
"თუმცა ყირიმის ენერგოსისტემაში სიმძლავრის დეფიციტი რჩება, ამიტომ შეუძლებელია შეზღუდვებისთვის სრულად გვერდის ავლა" - წერს იგი.
ასევე ნახეთ
„კუნძულად იქცევა“ - საჰაერო განგაში, აფეთქებები, საწვავის დეფიციტი, დაკეტილი ხიდები და გზები ყირიმშიუკრაინის არმია ბოლო თვეებში აქტიურად უტევს ანექსირებული ყირიმის ნავთობის ობიექტებს, სატრანსპორტო ხაზებს და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას. ნახევარკუნძულის დასახლებული პუნქტები რეგულარულად რჩება შუქის, წყლისა და კავშირის გარეშე. ყოველდღე ვრცელდება ცნობები დარტყმის ობიექტებად ქცეულ ახალ სამიზნეებზე.